ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.09.2014
ძალის დაკარგვა 05.05.2022
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი | ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.05.2022
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2014 წლის 1 სექტემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ვ” ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №74 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურას, კომპეტენციას, ფუნქციებს და აწესრიგებს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 1🔗.
საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატის ფუნქციაა: უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში; მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირთა საჯარო საქმიანობის შესახებ; ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოსახლეობის ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3. აპარატს აქვს შტამპი და ბეჭედი საკუთარი დასახელებით.
4. აპარატის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
5. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორცილებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 2🔗.
აპარატის ადგილსამყოფელი
აპარატის ადგილსამყოფელია: ქალაქი ახმეტა, ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. №49.
მუხლი 3🔗.
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება.
2. აპარატის საქმისწარმოების წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗.
აპარატის ძირითადი ფუნქციები
აპარატი დადგენილი წესით:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მომზადებასა და გამოქვეყნებას;
ბ) ამზადებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველ საკითხებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ შესაბამის მასალებს;
გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
დ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებისას;
ე) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას და სისტემატიზაციას, სხდომის ოქმების წარმოებას, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაციას, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზებას, კენჭისყრისას ხმების დათვლას;
ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობას, უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას, შესაბამისი მასალების მომზადებას, დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე.
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗.
აპარატის სტრუქტურული ერთეულები
აპარატი შედგება აპარატის უფროსისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან.
მუხლი 6🔗.
აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის უფროსი:
ა) წარმართავს აპარატის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულების (მასში ცვლილების შეტანის) პროექტს;
ვ) ადგენს შრომის შინაგანაწესს და დასამტკიცებლად წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. აპარატის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 7🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეები
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები და გარანტიები, მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 8🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი
1. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.