„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1466
2014 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებით დამტკიცებულ „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს სოლიდარობის ფონდის წესდებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო, არასახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.“;
ბ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამეთვალყურეო საბჭოს მუდმივი წევრები, სამთავრობო სექტორის მხრიდან, წარმოდგენილია შემდეგი უწყებებით:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ე) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.08.2014.
- როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1466. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017571.
- სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.08.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1466, 19.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017571 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2478450/