„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2014 წლის 29 აგვისტო ქ. ვანი |
,,ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს; ასევე გამგეობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს.’’
,,6.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის,აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.
7. გამგებელი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის,აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს,თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“.
,, 4. გამგეობის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური:
ა.ა) იურიდიული განყოფილება;
ა.ბ) საქმის წარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ა.გ) წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება (გამგებლის დაქვემდებარების ქვეშ);
ა.დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფია განყოფილება ;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური:
ბ.ა) საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება;
ბ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;
ბ.გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება.
გ) ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახური;
დ) ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური:
დ.ა ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის განყოფილება;
დ.ბ კეთილმოწყობის განყოფილება;
ე) ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახური;
ვ) სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახური:
ვ.ა) სახანძრო განყოფილება;
ვ.ბ) სამაშველო განყოფილება.
ზ) ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური:
თ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური:
ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური:
კ) შიდა აუდიტის სამსახური:"
,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისთვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლების კოორდინირება.“
,,10. შიდა აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მოზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.“
,,მუხლი 14. გამგებლის წარმომადგენელი:
1.გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე,რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში.გამგებლის წარმომადგენელის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.
3.გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. გამგებლის წარმომადგენელი :
ა)გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ)გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
გ)უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
დ)გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;
ე)დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;
ვ)გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის,მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
ზ)გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.
|