⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.12.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.08.2014
ძალის დაკარგვა 20.12.2017
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016173
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,107 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2014 მიღება
20.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2014 წლის 27 აგვისტო ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ,ბ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურდიული სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №16 და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №22 დადგენილებები. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია დანართი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. გამგეობის იურიდიული სამსახური 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურული ერთეული,  რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახურს  აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით. 3. სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით. 4. სამსახურის  ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ.№1. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო  და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, გამგეობის დებულება და ეს დებულება. 2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. თავი II სამსახურის სტრუქტურა მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილება; ბ) ზედამხედველობის განყოფილება. თავი III სამსახურის ძირითადი ფუნქციები მუხლი 4🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგეობის თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ)  გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ აქტებთან; გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) გამგეობაში შემოსული განცხადებების, ადმინისტრაციულ საჩივრებისა და მიმართვების განხილვას თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) კონტროლს გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე; თ) კონტროლს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ხმაურის იზოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე; ი) კონტროლს მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციული-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; კ)  ზედამხედველობასა და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო   სამუშაოებზე  და  აღნიშნულ   საქმიანობაზე  დადგენილი ორგანიზაციული-სამართლებრივი წესრიგის დაცვას; ლ) დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას, მათი საქმიანობის შეჩერებას, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟს; მ)  კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლს; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობას; ო) ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებას, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე კონტროლს; პ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის “ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. თავი IV სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები მუხლი 5🔗. სამსახურის  მართვა 1. .სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების  მე-8 მუხლით და იურიდიული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-12  მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 4. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების  მე-15  მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 6🔗. სამსახურის სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები სამსახურის სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოსთან ურთიერთობის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:  ა)  გამგეობაში მომზადებულ საკრებულოს დადგენილების, განკარგულების, გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ დახვეწას და მათ ვიზირებას; ბ) დავალების საფუძველზე ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს ან/და შენიშვნებს მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; გ) დავალების საფუძველზე ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის აწარმოებს ურთიერთობას გამგეობის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ე)  გამგებლის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინტერესებს სასამართლო ორგანოებში; ვ) ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საპროცესო დოკუმენტაციას (სარჩელს, განცხადებას, შუამდგომლობას, შესაგებელს, საჩივარს და ა.შ) და უზრუნველყოფს მათ წარდგენას სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში; ზ) სასამართლოში არსებულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების სრულყოფილი დაცვისთვის აწარმოებს ურთიერთობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, სათანადო მტკიცებულებათა მისაღებად და სასამართლოში წარსადგენად; თ) იხილავს სასამართლო წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით გამგეობაში შემოსული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებებს, მიმართვებსა და წერილებს; ი) ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებებს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით; კ) იხილავს სამსახურში შემოსულ კორესპოდენციებს, მიმართვებს (წერილებს); ლ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კონტროლს მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციული-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; ბ)  ზედამხედველობასა და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო   სამუშაოებზე  და  აღნიშნულ   საქმიანობაზე  დადგენილი ორგანიზაციული-სამართლებრივი წესრიგის დაცვას; გ) დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას, მათი საქმიანობის შეჩერებას, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟს; დ)  კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლს; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობას; ვ) ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებას, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე კონტროლს; ზ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; თ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.