ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2014
ძალის დაკარგვა 13.02.2018
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 26.11.2012
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.08.2010
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2014 წლის 27 აგვისტო
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ,ბ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება“, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №14 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით.
2.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3.
სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4.
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
2.
სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
ეკონომიკის განვითარების განყოფილება;
ბ)
სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება.
თავი III
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ვ) მუნიციპალიტეტის სამრეწველო პოტენციალის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას და შესაბამის პროცესში მონაწილეობის მიღებას. ინფორმაციის დაგროვებას, მეწარმეებთან უშუალო კონტაქტების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული კომერციული პროგრამების ანალიზს და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
ზ) ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენების, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების, მათ შორის უმუშევრების, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის და სხვა მწვავე სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და მიზნობრივი პროექტების მომზადებას პერსპექტიული და მოკლევადიანი პერიოდისათვის;
თ) საქართველოს და უცხოელ მეწარმეებთან და ბიზნესმენებთან კონტაქტების გაღრმავებას;
ი) სტიქიისგან გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების კოორდინაციას;
კ) მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელების ხელშეწყობას;
ლ) სოფლის მეურნეობის სფეროში ქმედითი საინოვაციო სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას;
მ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სათანადოდ მოდერნიზაციის ღონისძიებების განხორციელებას;
ნ) სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში პროდუქტიულობის გაზრდის ღონიძიებების განხორციელებასა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას;
ო) სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში ახალი ინოვაციებით გაშენებული სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას;
პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას;
ჟ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, მათი სისტემატიზაციასა და ანალიზს;
რ) საინფორმაციო ბიულეტენების, ბუკლეტების შედგენას, გამოცემას და გავრცელებას;
ს) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 5🔗.
სამსახურის მართვა
1.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-8 მუხლით და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
3.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-12 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
4.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-15 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ეკონომიკის განვითარების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ეკონომიკის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ე) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
ვ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
თ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;
ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში ქმედითი საინოვაციო სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას;
გ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სათანადოდ მოდერნიზაციის ღონისძიებების განხორციელებას;
დ) სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში პროდუქტიულობის გაზრდის ღონიძიებების განხორციელებასა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას;
ე) სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში ახალი ინოვაციებით გაშენებული სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას;
ზ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, მათი სისტემატიზაციასა და ანალიზს;
თ) საინფორმაციო ბიულეტენების, ბუკლეტების შედგენას, გამოცემას და გავრცელებას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.