„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3774
სარეგისტრაციო კოდი
040.170.310.05.001.002.435
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 18/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლატარია და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი თამაშობები შეიძლება ჩატარდეს ინტერნეტის, ტელეფონის და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.“.

2. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოგების გაცემის დასრულებიდან არა უგვიანეს 25 დღისა მოგებახვედრილი ბილეთები (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის.

4. არარეალიზებული და მოგებახვედრილი ბილეთების (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლოტოს, ბინგოს და სხვა მომგებიანი თამაშობების ბილეთები (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის არა უგვიანეს მომდევნო თვის 25 რიცხვისა.“.

    მუხლი 2.

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების შეტანა „განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 1 დეკემბერი.

№3774_რს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.12.2006.
როდის იქნა მიღებული „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3774. სარეგისტრაციო კოდი — 040.170.310.05.001.002.435.
სად არის „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3774, 01.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.170.310.05.001.002.435 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24802/