ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2014
ძალის დაკარგვა 20.12.2017
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016177
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 14.12.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2014 წლის 27 აგვისტო
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის
განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ,ბ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №21 და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №18 დადგენილებები.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის
განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის
სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით.
2. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3. სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განათლების განყოფილება;
ბ) ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება
გ) სოციალური დაცვის განყოფილება.
თავი III
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) სკოლამდელი განათლების პროგრამების, დამხმარე მეთოდოლოგიური და სასწავლო რესურსების შემუშავებას და გავრცელების ხელშეწყობას;
დ) სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევების ჩატარებას;
ე) სკოლამდელი განათლების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობას;
ვ) ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიის შემუშავებასა და დანერგვას; ინკლუზიური განათლების საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობას;
ზ) ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობას სკოლამდელი განათლების საფეხურებზე; ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებას, განხორციელების კოორდინაციას და ანგარიშგებას;
თ) სკოლამდელი განათლების დაწესებულებების კონსულტირებასა და მხარდაჭერას სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემის ხელშეწყობის მიზნით;
ი) მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სასკოლო, სკოლის გარეშე და სკოლამდელი დაწესებულებების მუშაობის კოორდინაციას;
კ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
მ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ნ) სათანადო პროექტებისა და საქმიანობების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას;
ო) ნიჭიერი მოზარდებისა და ახალგაზრდების შესაზლებლობების რეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
პ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშემწყობი პირობების შექმნას;
ჟ) შეიმუშავებს ძირითად მიმართულებებს პატრიოტულ-აღმზრდელობით საქმიანობისა და ქართულ არმიაში სამსახურისათვის ახალგაზრდობის მოსამზადებლად;
რ) ახალგაზრდობის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემების შესწავლას;
ს) თავისი კომპენტეციის ფარგლებში მონაწილეობს ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ გამართულ აქციებსა თუ კომპანიებში;
ტ) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;
უ) მოსახლეობის უკიდურესად შეჭირვებული ნაწილის სამედიცინო და სოციალური დახმარების აღმოჩენის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
ფ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური კვლევების ჩატარებას;
ქ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 5🔗.
სამსახურის მართვა
1.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-8 მუხლით და განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-12 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
4. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-15 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის განათლების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) სკოლამდელი განათლების პროგრამების, დამხმარე მეთოდოლოგიური და სასწავლო რესურსების შემუშავებას და გავრცელების ხელშეწყობას;
დ) სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევების ჩატარებას;
ე) სკოლამდელი განათლების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, მშობელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაზრდის ხელშეწყობას;
ვ) ინკლუზიური განათლების მეთოდოლოგიის შემუშავებასა და დანერგვას; ინკლუზიური განათლების საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობას;
ზ) ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობას სკოლამდელი განათლების საფეხურებზე; ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებას, განხორციელების კოორდინაციას და ანგარიშგებას;
თ) სკოლამდელი განათლების დაწესებულებების კონსულტირებასა და მხარდაჭერას სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემის ხელშეწყობის მიზნით;
ი) მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სასკოლო, სკოლის გარეშე და სკოლამდელი დაწესებულებების მუშაობის კოორდინაციას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
ბ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
გ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
დ) სათანადო პროექტებისა და საქმიანობების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას;
ე) ნიჭიერი მოზარდებისა და ახალგაზრდების შესაზლებლობების რეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშემწყობი პირობების შექმნას;
ზ) შეიმუშავებს ძირითად მიმართულებებს პატრიოტულ-აღმზრდელობით საქმიანობისა და ქართულ არმიაში სამსახურისათვის ახალგაზრდობის მოსამზადებლად;
თ) ახალგაზრდობის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემების შესწავლას;
ი) თავისი კომპენტეციის ფარგლებში მონაწილეობს ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ გამართულ აქციებსა თუ კომპანიებში;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;
ბ) მოსახლეობის დემოგრაფიული სიტუაციის დამუშავებას;
გ) მოსახლეობის უკიდურესად შეჭირვებული ნაწილის სამედიცინო და სოციალური დახმარების აღმოჩენის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური კვლევების ჩატარებას;
ე) ჰუმანიტარული დახმარებებისა და სახელმწიფო შემწეობების განაწილების უზრუნველყოფას;
ვ) შეზღუდული შესაძლების მქონე პირთა, მრავალშვილიან ოჯახთა, ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა ობოლ და უპატრონო ბავშვთა სააღრიცხვო სისტემის შექმნას;
ზ) იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობებისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას;
თ) ვეტერანთა მიერ ჩასატარებელი ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობას და თანამშრომლობას;
ი) ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნების განხორციელებაზე ზრუნვას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.