ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2014
ძალის დაკარგვა 20.12.2017
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2014 წლის 27 აგვისტო
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, მობილიზაციისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივლისის №23 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით.
2.
სამსახურს აქვს შტამპი, ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3.
სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4.
სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №22.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
2.
სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
მოქალაქეთა გაწვევის განყოფილება;
ბ)
მობილიზაციის განყოფილება.
თავი III
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;
ბ) 17 წლის წვევამდელთა პირველად სამხედრო აღრიცხვას;
გ) 18-დან 27 წლამდე ასაკის სამხედრო ვალდებულ მოქალაქეთა აღრიცხვას;
დ) ზღვრულ ასაკს (27 წელი) მიღწეულ წვევამდელთა გადარიცხვას რეზერვში;
ე) წვევამდელთა სავალდებულო და რეზერვისტთა სარეზერვო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;
ვ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აქტიური, ეროვნული გვარდიის და ინდივიდუალური რეზერვის შემადგენლობის განსაზღვრას;
ზ) აქტიურ, ეროვნული გვარდიის და ინდივიდუალურ რეზერვში გასაწვევად მომზადებული მოქალაქეების საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;
თ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას, გაწვევას და შემეკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენას;
ი) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში სამხედრო პატრიოტული სწავლებისა და აღზრდის ხელშეწყობას;
კ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №11 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ლ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურში გაწვევასთან და მობილიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კანონით დადგენილი ვადითა და წესით შენახვას;
მ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაციას; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას;
ნ) თეორიული მეცადინეობის მოწყობას გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს;
ო) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვას და მათთან მუშაობის ორგანიზებას;
პ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამისი ზომების მიღებას, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 5🔗.
სამსახურის მართვა
1.
.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-8 მუხლით და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
3.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-12 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
4.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-15 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის მოქალაქეთა გაწვევის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის მოქალაქეთა გაწვევის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;
ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა გაწვევასა და მათ გადაყვანას წვევამდელთა გამწვევ-გამანაწილებელ პუნქტში;
გ) წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის უზრუნველყოფას;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და წარმოება-ორგანიზაციებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას;
ე) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე დასაყენებლად საბუთების მომზადებას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის მობილიზაციის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის მობილიზაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) აქტიურ, ეროვნული გვარდიის და ინდივიდუალურ რეზერვში მოქალაქეთა გაწვევას და მათ გადაყვანას შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში;
ბ) მოქალაქეთა სავალდებულო და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ განცხადებების, წინადადებების, საჩივრების განხილვას და გადაწყვეტილების მისაღებად დასკვნების მომზადებას;
გ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაციას; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსის ხარჯზე;
დ) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას;
ე) რეზერვის ოფიცერთა რეზერვების სერეჟანტების და რიგითების აღრიცხვას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.