⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2015)
გაუქმებულია:

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.08.2014
ძალის დაკარგვა 01.04.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,034 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2014 მიღება
01.04.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2014 წლის 27 აგვისტო ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირევლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ,ქვეპუნქტისა  და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის  შესაბამისად,  ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის’’ დებულება  დანართი №1 -ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი №1 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1   ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში  შემდგომ- მერია) ადმინისტრაციული სამსახურის (ტექსტში  შემდგომ - სამსახური) სამართლებრივ-ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს. 2. სამსახური წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დადგენილი წესით საქმისწარმოებას, სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთაან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო  ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ  ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; საკადრო საკითხთა, მატერიალურ-ტექნიკურ, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების  უზრუნველყოფას. 3.სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს: საქართველოს  კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“,  საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №414, მერიის დებულება და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები. 4. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1 სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან – განყოფილებებისაგან.  2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და  სპეციალისტებისაგან. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების  მართვის განყოფილება, ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის  და საინფორმაციო განყოფილება. გ) მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, დ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1.სამსახურის უფროსი: ა)  წარმართავს საქმიანობას სამსახურში და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ  დაკისრებული  ამოცანებისა და  ფუნქციების შესრულებაზე. ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის. გ) მერს წარუდგენს წინადადებას სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების , მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებოვრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს ; ვ) ანგარიშვალდებულია  მერის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს მას ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ–ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი  1.სამსახურის განყოფილების უფროსი : ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ  მოვალეობებს; 2. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე; 3. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება–მოვალეობს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ–ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 5🔗. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების კომპეტენცია 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. 2. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა) მერიის სტრუქტურული ერთეულების დადგენილი წესით საქმისწარმოებას; ბ) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; გ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; დ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას ; ე ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ვ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას , შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა  და ინდექსაციას; ზ) დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის ; თ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ი) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; კ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ლ) საქმეთა  მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; მ) საქმისწარმოებაში ბეჭდების,შტამპების ,ბლანკების სათანადო გამოყენებას; ნ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე ; ო)ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; პ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა – წარმოებას; სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით; ჟ)  მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; რ) მერიის საჯარო მოსამსხურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; ს) მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების შემუშავებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; ტ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; უ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური  გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას ; ფ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას; ქ) საკონკურსო - საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას , საკონკურსო- საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა  გაფორმებას; ღ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით , მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 6🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების კომპეტენცია 1 განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. 2  საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; ბ) გამართულ კომუნიკაციას სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; დ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას; ე) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე  საჯარო ინფორმაციის განთავსებას; ვ) მერის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას; ზ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას; თ) მერიის საქმიანობის ანგარიშის გამოქვეყნებას; ი) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო –საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; კ) სტრუქტურული ერთეულებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას ; ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.  მუხლი 7🔗. მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. 2. განყოფილება დადგენილი წესით ახორციელებს: ა)  მერიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 8🔗. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების  განყოფილება 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. 2. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიღებას; ბ) ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიურ ანგარიშების მომზადებას; გ) ბიუჯეტის შემოსულობათა ოპერატიულ აღრიცხვა-ანგარიშებს და უშუალო კონტროლს ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე გადასახდელების ნაწილში; დ) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილებასთან ერთად ამზადებს ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს; ე) ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას და კოორდინაციას; ვ) ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ მომსახურე საბანკო დაწესებულებებიდან ინფორმაციის სისტემატურ (ყოველდღიურ) მიღებას და აღრიცხავს ბიუჯეტის შემოსულობებისა და ხარჯებს (გადასახდელებს); ზ) ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას; თ) ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზებას და ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადებას; ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.