ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.08.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
matsne.gov.ge 547 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2014 წლის 27 აგვისტო ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირევლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის“ ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება’’ დანართი №1 -ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი №1 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომ - მერია) იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს:  მერიის სამართლებრივ მომსახურებას; მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და  მომართვების განხილვას;  მერის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სხვა თანამშრომლების იურიდიულ კონსულტაციას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას; სხვა უწყებებიდან შემოსულ პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;  კონტროლსა და კოორდინაციას სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაზე; მართვა-საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას; სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვას, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას. 2.სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3.საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს მერიას. 4.სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მერის მიერ, კანონის საფუძველზე, დაკისრებულ ამოცანებს. 6.სამსახურის სრული სახელწოდებაა „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური“. მუხლი 2🔗. სამსახურის კომპეტენცია  1.სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა)  მერიის სამართლებრივ მომსახურებას; ბ) მერის მინდობილობის საფუძველზე მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და  მომართვების განხილვას;  დ) მერის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სხვა თანამშრომლების იურიდიულ კონსულტაციას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსულ პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ე) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას; ვ) სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;  ზ) კონტროლსა და კოორდინაციას სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაზე; თ) მართვა-საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას; ი) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვას, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას; კ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. 2.სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების, მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. 3.      სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4.      სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.