ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.08.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
matsne.gov.ge 829 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2014 წლის 27 აგვისტო ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირევლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა  და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის  შესაბამისად  ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის დებულება’’ დანართი №1 -ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი №1 ქალაქ  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  მერიის  სახანძრო  დაცვის  და  სამაშველო  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებანი 1.ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომ – მერია) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის (ტექსტში შემდგომ – სამსახური) სამართლებრივ-ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს. 2.სამსახური წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზესახანძრო დაცვის და სამაშველო სამუშაოების განხორციელებას. 3.სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონები „საჯარო სამსახურის შესახებ“, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, მერიის დებულება, ეს დებულება და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 4.სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 5.სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. მცხეთა, ღვინჯილიას ქ. №7 მუხლი 2🔗. სამსახურის   სტრუქტურა 1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან – სამსახურისა და განყოფილებისაგან. 2.სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და სპეციალისტებისაგან. 3.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა)სახანძრო დაცვის განყოფილება, ბ)სამაშველო განყოფილება. მუხლი 3🔗. სამსახურის   უფროსი 1.სამსახურის უფროსი: ა)წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ)ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე, რომელსაც პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) უზრუნველყოფს მზადყოფნას ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო სამუშაოების ჩასატარებლად; თ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე. მუხლი 4🔗. სამსახურის  განყოფილების  უფროსი 1.სამსახურის განყოფილების უფროსი: ა)წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ)ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ)განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს. 2.სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 3.სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 5🔗. სახანძრო დაცვის  განყოფილების  კომპეტენცია 1.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბისად. 2.სახანძრო დაცვის განყოფილების ფუნქციებს წარმოადგენს: ა)შესაბამისი საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება მერიის საზღვრებში; ბ)საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა სახანძრო-სალიკვიდაციო სამუშაოებში; გ)ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება; დ) სახანძრო ძალებისა და საშუალებების მართვის ერთიანი  სისტემების შექმნა;   ე) სხვადასხვა სახეობის სამსახურებთან ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;   ვ) სახანძრო ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა და    კონტროლი;  ზ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებისათვის სახანძრო ძალებისა და   საშუალებების გამოყენება; თ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების  ორგანიზება და განხორციელება; ი) გამოძახების მიღების და რეგისტრაციის, აგრეთვე საინფორმაციო სისტემების  მუშაუნარიანობის  უზრუნველყოფა; კ) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების და  სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში    სახანძრო დაცვის მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის, აგრეთვე სხვა სახანძრო ძალებისა და   საშუალებებისა ჩაბმის ორგანიზება; ლ) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების  შესრულებაში მონაწილეობა;   მ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით,  მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა  განხორციელება. მუხლი 6🔗. სამაშველო  განყოფილების კომპეტენცია 1.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. 2.სამაშველო განყოფილების ფუნქციებს წარმოადგენს: ა) სრულყოს თანამშრომელთა ფიზიკური, თეორიული, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადება; მზად იყოს საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად; ბ) აღმოუჩინოს დახმარება განსაცდელში მყოფ ადამიანებს; გ) განახორციელოს დაზარალებულთა მოძიება, მიიღოს ზომები მათ გადასარჩენად, აღმოუჩინოს მათ პირველადი და სხვა სახის დახმარება; დ) საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას დაიცვას სამაშველო სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგია, შეასრულოს რეაგირების ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებები; ე) მოსახლეობას განუმარტოს უსაფრთხოების მოთხოვნები საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით და მისი წარმოშობის შემთხვევაში აუცილებელი მოქმედების თანმიმდევრობის შესახებ; ვ)მიიღოს მონაწილეობა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში; ზ) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მეზობელ მუნიციპალიტეტებში სამაშველო საქმიანობაში; თ) საცხოვრებელი სახლების ხანძრების ლიკვიდაციის დროს მონაწილეობს მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენაზე ი) დაიცვას უსაფრთხოების წესები სამუშაოების შესრულებისას; კ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 3.სამსახურეობრივი მოვალეობების განხორციელებისას მომუშავე პირები სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში; მუხლი 7🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა  სამსახურის ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ასევე მათი პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიებსა და კომპეტენციის შესრულებისათვის საჭირო დაფინანსებას, კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი. მუხლი 8🔗.  სახანძრო  დაცვისა  და  სამაშველო  სამსახურის   ქონება 1. სამსახური თავისი საჭიროების და კომპეტენციის შესრულებისათვის იყენებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას; 2. აკრძალულია სახანძრო და სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.