ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების და სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2014
ძალის დაკარგვა 01.04.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების და სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2014 წლის 27 აგვისტო
ქ. მცხეთა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების და სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“, ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ , „ე.გ“ ქვეპუნქტებისა და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება“ და სამოქმედო პროგრამა დანართი №1 და №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
დანართი №1
ქალაქ მცხეთის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
1. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომ - მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, მერიის დებულების, ამ დებულებისა, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის პრინციპები
1.სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა;
გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) დისკრეციული უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
ე)საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით;
ვ) მიუკერძოებლობა;
ზ) საჯაროობა;
თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა და უფლებამოსილებები
1. სამსახური შემადგენლობაა
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) სპეციალისტი განათლების და კულტურის დარგში;
გ) სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში;
დ) სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში;
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსის ფუნქციები
1. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, რომელსაც `საჯარო სამსახურის შესახებ ~ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით და მერიის დებულებით განსაზღვრულ სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით სხვა უფლებამოსილებებს.
3.სამსახურის უფროსი დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის მუნიციპალური ობიექტების მუშაობის კოორდინაციას;
გ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
დ) მერთან შეთანხმებით, ხელშეკრულებით იწვევს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებსა თუ ტექნიკურ მუშაკებს.
ე) დადგენილი წესით აწყობს ადგილობრივ სემინარებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, გამოფენებს, და სხვა ღონისძიებებს.
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორცილებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით, უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, კერძოდ:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავების და განხორციელების კოორდინაციას;
ბ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავების და განხორციელების კოორდინაციას;
გ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავების და განხორციელების კოორდინაციას;
დ) ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავების და განხორციელების კოორდინაციას;
ე) ახალგაზრდულსაქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავების და განხორციელების კოორდინაციას.
2. მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით
განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ შესაბამისად.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗.
დებულების ძალაში შესვლა
ეს დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.
დანართი №2
ქალაქ მცხეთის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
სამოქმედო პროგრამა
ქალაქ მცხეთის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური:
ა) კულტურული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფს მისი მომზადება-ჩატარების კოორდინაციას;
ბ) ახორციელებს სახელოვნებო დაწესებულების კოორდინაციას;
გ) უზრუნველყოფს კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას;
დ) უზრუნველყოფს დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობას და ახალი ურთიერთობის დამყარებას. მცხეთის, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქალაქის სახელის ცნობადობის ამაღლებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ;
ე) კულტურის საქალაქო პროგრამების სფეროში ახორციელებს ადმინისტრირების და ანალიტიკურ სამუშაოებს;
ვ) თანამშრომლობს ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან, ხელს უწყობს ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) ახორციელებს ქალაქ მცხეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას;
თ) ახორციელებს სკოლამდელი დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
ი) დაქვემდებარებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს, კონცეფციებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
კ) შეისწავლის დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას და შეიმუშავებს წინადადებებს მათი საქმიანობის სტიმულირებისათვის;
ლ) სხვა ქვეყნის ქალაქებთან განათლების და ტურიზმის საკითხებში თანამშრომლობის სფეროში ქალაქ მცხეთის კავშირების განვითარებისათვის ამზადებს წინადადებებს;
მ) აანალიზებს ტურიზმის სფეროში არსებულ მდგომარეობას და შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების თაობაზე;
ნ) ამზადებს წინადადებებს განათლებისა და კულტურის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარების და მასტერკლუბების მოსაწყობად საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევის თაობაზე;
ო ) ახალგაზრდობის ხაზით საქალაქო პროგრამების წარმოების სფეროში ახორციელებს ადმინისტრირების და ანალიტიკურ სამუშაოებს;
პ) ახორციელებს ქალაქ მცხეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სპორტის ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას;
ჟ) დაქვემდებარებულ სასპორტო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს, კონცეფციებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
რ) შეისწავლის დაქვემდებარებულ სასპორტო დაწესებულებების პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას და შეიმუშავებს წინადადებებს მათი საქმიანობის სტიმულირებისათვის;
ს) ამზადებს წინადადებებს სპორტის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარების და მასტერკლუბების მოსაწყობად საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევის თაობაზე;
ტ) ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულებების ახალგაზრდობასთან თანამშრომლობას. ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართვას საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში და მათი როლის გამოკვეთას საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში;
უ) ხელს უწყობს ახალგაზრდობაში ინტელექტუალური დონის განვითარებას;
ფ) ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას;
ქ) ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას;
ღ) უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართვას თვითმმართველი ერთეულის მიერ განხორციელებულ პროგრამებში;
ყ) ხელს უწყობს ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებას;
შ) ხელს უწყობს სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრირებას;
ჩ) თანამშრომლობს საჯარო სკოლების თვითმმართველობებთან და სამეურვეო საბჭოებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
ც) ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით ორგანიზებას უწევს კულტურულ-მასობრივი და სპორტული ღონისძიებების, სამეცნიერო კონფერენციების, დებატებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას;
ძ ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.