⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.01.2015)
გაუქმებულია:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.09.2014
ძალის დაკარგვა 21.01.2015
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016124
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,462 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2014 მიღება
21.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №25 2014 წლის 24 სექტემბერი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის , ,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების თანდართული წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 აპრილის №11 დადგენილება ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი დანართი №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი    ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები: ა) მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება; ბ) ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება; გ) ხანდაზმულთა დახმარება; დ) ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურება; ე) მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება; ვ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ზ) უმუშევართა სოციალური დაცვა; თ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება; ი) დევნილთა სოციალური დაცვა; კ) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება; ლ) ომის ვეტერანთა დახმარება. თავი II ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების  გაცემისა და მიღების წესი მუხლი 2🔗. მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება 1. მძიმე ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 300 ლარს. 2. მძიმე ავადმყოფმა ან  მისი ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება;  ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მიმდინარე პერიოდის  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) მეურვის-მზრუნველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა. 3. მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შემდეგ კატეგორიას:  ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს; დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს; ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას; დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს; გ) მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას; დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს. 4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება;  ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეურვის-მზრუნველის  დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა; დ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური მომსახურების  სააგენტოდან); ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 3🔗. ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება 1. ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება, გაიცემა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით თითოეულ ბენეფიციარზე. 2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება და ზუსტად არის განსაზღვრული შესაბამისი სამედიცინო პროცედურების  ინდივიდუალური გრაფიკი; დ) სოციალური კატეგორიის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი; ე) ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. აღნიშნული დახმარებით სარგებლობენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან ფაქტობრივად მცხოვრები პირები, რომლებიც სარგებლობენ ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის საფუძველია მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობის გაგრძელების საჭიროების არარსებობის დადასტურება. მუხლი 4🔗. ხანდაზმულთა დახმარება 1. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (100 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად, თანხის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. 2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება;  ბ) პირადობის მოწმობის ასლი. მუხლი 5🔗. ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:  ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება; ბ) ავღანეთის ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება; 2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი;  გ) დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. 3. სარიტუალო მომსახურების თანხის ოდენობა შეადგენს 250 ლარს. მუხლი 6🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება: ა) პირველი და მეორე შვილის დაბადებისას – 100 ლარი; ბ) მესამე შვილის დაბადებისას – 150 ლარი; გ) მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას – 200 ლარი. 2. ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ  მრავალშვილიან ოჯახებზე (4 და მეტი შვილი) გაიცემა ერთჯერადი დახმარება 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით, ხოლო ბავშვს, რომელიც აგრძელებს სწავლას უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში დახმარების მიცემა გაუგრძელდება 22 წლამდე. 4. მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ერთჯერადი დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ მშობელს იურიდიული მისამართი აქვს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მუხლი 7🔗. უმუშევართა სოციალური დაცვა 1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ის ოჯახები, რომელნიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და დახმარების თხოვნის მომენტში ოჯახის წევრები არ მუშაობენ და განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას.  2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ოჯახის სტატუსი. 3. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მუხლი 8🔗. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება 1. სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტიქიური მოვლენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობიდან შემოსული განცხადებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. მუხლი 9🔗. დევნილთა სოციალური დაცვა 1. იძულებით გადაადგილებულ პირებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. მუხლი 10🔗. ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებს: ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს, დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს. ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებს, დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი;  დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი. მუხლი 11🔗. ომის ვეტერანთა დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა: ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს; ბ) ავღანეთის ომის მონაწილეებს; გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს. 2. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 200 ლარს. 3. ამ მუხლის  პირველის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს მიიღებს ერთჯერად დახმარებას 500 ლარის ოდენობით. 4. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. თავი III სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება  მუხლი 12🔗. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტს. 2. მუნიციპალიტეტი  უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას. 3. მუნიციპალიტეტში ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნისა და რეკომენდაციის მოსამზადებლად ეგზავნება შესაბამის კომისიას. მუხლი 13🔗. კომისია 1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის  1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. 3. კომისია იკრიბება თვეში ორჯერ მაინც და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის  წარსადგენად. 4. კომისია სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 5. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. მუხლი 14🔗. კომისიის სხდომის ოქმები 1. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ამ ოქმში. 3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე. 4. კომისიის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. მუხლი 15🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 2. გადაუდებელ შემთხვევაში, თუ აუცილებელია წინამდებარე წესის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაცემა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშეც, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. მუხლი 16🔗. დახმარების გაცემა 1. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში. 2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო  ანგარიშზე. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 17🔗.  წესში ცვლილების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.