„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N1 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.105.016172
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2014 წლის 5 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.ა.“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში  (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ს/ნ 010250040.35.105.016147, 18.07.2014 წ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება, კერძოდ: 
1. დებულების  მე-13 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი   რედაქციით:

,,5. საკრებულო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე.

7. ამ მუხლის მე-4  პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს  შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლეაბამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით“.

2. დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,თ) ამ რეგლამენტის 129-ე მუხლით დადგენილი წესით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ“;

3. დებულების მე-17 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები ,,ამ რეგლამენტის 98-ე მუხლით“ შეიცვალოს  სიტყვებით ,,ამ რეგლამენტის 96-ე მუხლით“;  ამავე მუხლის მე-3 პუნქტში ,,ამ რეგლამენტის 132-ე მუხლით“ შეიცვალოს  სიტყვებით ,,ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით“, ხოლო მე-5 პუნქტში სიტყვები ,,ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით“ შეიცვალოს  სიტყვებით ,,ამ რეგლამენტის 97-ე მუხლით“;
4. დებულების მე-18 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები ,,ამ დებულების მე-100 მუხლით“ შეიცვალოს  სიტყვებით ,,ამ დებულების 98-ე მუხლით“;  ამავე მუხლის მე-5 პუნქტში ,,ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით“ შეიცვალოს  სიტყვებით ,,ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით“;
5. დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები ,,ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით ,,ამ რეგლამენტის 133-ე მუხლით“;
6.   დებულების მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,4. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა“;

7. დებულების 22-ე მუხლის მესამე პუნქტში სიტყვები ,,ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით“ შეიცვალოს  სიტყვებით ,,ამ რეგლამენტის 133-ე მუხლით“. ამავე მუხლის  მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას;
8. დებულების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3  უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ საკითხი ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების თაობაზე“;

9.  დებულების 26-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები ,,ამ რეგლამენტის 102-ე  და 103-ე მუხლებით“  შეიცვალოს  სიტყვებით ,,ამ რეგლამენტის 100-ე და 101-ე  მუხლებით“;  ამავე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები ,,ამ რეგლამენტის 132-ე მუხლით“ შეიცვალოს  სიტყვებით ,,ამ რეგლამენტის 129-ე მუხლით“, ხოლო მე-6 პუნქტში სიტყვები ,,ამ რეგლამენტის 103-ე მუხლით“ შეიცვალოს  სიტყვებით ,,ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით“;
10.  დებულების 28–ე მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,9. ცნობა საკრებულოს კომისიის სხდომს ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ რეგლამენტის 133–ე მუხლით დადგენილი წესით;“

11.  დებულების 30–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი  უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიის სხდომს ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილვევ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ რეგლამენტის 133–ე მუხლით დადგენილი წესით;“

12.  დებულების 33–ე მუხლში სიტყვები ,,ამ რეგლამენტის 135–ე მუხლით“ შეიცვალოს  სიტყვებით ,,ამ რეგლამენტის 133–ე მუხლით“;
13. დებულების 35–ე  მუხლის მე–12, მე–13 და მე–14 პუნქტებში ნაცვლად სიტყვებისა ,,საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია“ ჩაიწეროს ,,საკრებულოს სამანდატი და იურიდიულ საკითხთა კომისია“;
14.    47–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომს ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყებისა და  დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის დღის წესრიგის თაობაზე და განსახილვევ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ რეგლამენტის 133–ე მუხლით დადგენილი წესით;“

15. დებულების  49–ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში სიტყვები  ,,ამ რეგლამენტის 107–ე, 108–ე და 110–ე მუხლით“ შეიცვალოს  სიტყვებით ,,ამ რეგლამენტის 105–ე, 106–ე და 108–ე მუხლით“;
16.   დებულების 57–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი  უზრუნველყოფს საკრებულოს  სხდომს ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილვევ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას მორიგი სხდომის გახსნამდე 2–3 დღით ადრე მაინც, ამ რეგლამენტის 133–ე მუხლით დადგენილი წესით;“

17.  დებულების 65–ე მუხლის მე–5 პუნქტში ნაცვლად სიტყვებისა: ,,საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის“ ჩაიწეროს ,,საკრებულოს სამანდატი და იურიდიულ საკითხთა კომისიის“;
18.  დებულების 69–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,გ) შეურაცჰყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა;“

19.  დებულების 82–ე მუხლის მე–7 პუნქტში სიტყვები ,,ამ რეგლამენტის მე–95 მუხლით“ შეიცვალოს  სიტყვებით ,,ამ რეგლამენტის 93–ე მუხლით“;
20.   დებულების 85–ე მუხლის მე–10 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,10. თუ საკრებულომ არ დაამტკიცა გამგებლის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან გამგებლის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში– ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5–ით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3–ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გამგებლისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი“;

21.  დებულების 91–ე მუხლის პირველ და მე–2 პუნქტში ნაცვლად სიტყვებისა:  ,,საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას“ ჩაიწეროს ,,საკრებულოს სამანდატი და იურიდიულ საკითხთა კომისია“;
22. დებულების 1256–ე  მუხლის  მე–3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში და ამავე მუხლის მე–8  და მე–10 პუნქტებში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებული“ შეიცვალოს სიტყვებით ,,გამგებლის წარმომადგენელი“;
23. ამოღებულ იქნეს დებულების 110–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტები;
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია