„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.122.016220
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №51

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14  ივლისის №19 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016188     16/07/2014)  შეტანილ იქნეს ცვლილება და მითითებული დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

1.  საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ბიუჯეტიდან საკრებულოს წევრის  მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით  ეძლევა სათანადო ანაზღაურება:

ა) ტრანსპორტით მგზავრობისათვის;

ბ) სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის;

გ) საკრებულოში მუშაობის პერიოდისათვის მისი ძირითადი სამუშაოდან განაცდურისათვის;

დ) სამივლინებო ხარჯები;

ე) სხვა ხარჯები.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხარჯების ანაზღაურება ხდება საკრებულოს წევრის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, კერძოდ:

ა) საკრებულოს სხდომებზე და კომისიების/ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად საჭირო სატრანსპორტო ხარჯების გამოსათვლელად საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ ცხოვრობს ადმინისტრაციულ ცენტრში: განისაზღვროს მანძილი (კილომეტრებში) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან საკრებულოს წევრის საცხოვრებელ დასახლებულ პუნქტამდე და გამრავლდეს 2-ზე. ანაზღაურება ხდება თვეში მაქსიმუმ 10 სხდომაზე დასწრებისათვის და ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საკრებულოს და კომისიების/ფრაქციების სხდომებში მისი მონაწილეობის ამსახველი საოქმო ჩანაწერები.

ბ) საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრებისათვის სატრანსპორტო ხარჯების გამოსათვლელად: განისაზღვროს მანძილი (კილომეტრებში) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან იმ დასახლებულ პუნქტამდე, სადაც ტარდება შეხვედრა და გამრავლდეს 2-ზე. ანაზღაურება  ხდება თვეში მაქსიმუმ 5 შეხვედრაზე დასწრებისათვის და ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმი.

გ) სატრანსპორტო ხარჯის გამოსათვლელად ა) და ბ) პუნქტების მიხედვით განსაზღვრული მანძილი მრავლდება 0.12-ზე და ბაზარზე არსებული საშუალო ხარისხის 1 ლიტრი ბენზინის ფასზე (საორიენტაციოდ-2,25 ლარი).

3. საკრებულოს წევრს სხვა ხარჯებისათვის(საფოსტო, ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღებისა და ა.შ.) ყოველთვიურად ფიქსირებულად ეძლევა 50 ლარი.

4. საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე  აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 21 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღის) არა უგვიანეს მიმდინარე თვის 21 რიცხვის (ან შემდგომი სამუშაო დღის) მომდევნო სამუშაო დღეს.

5. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (ბრძანება), საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით), განხორციელდება შემდეგი თვის 10 რიცხვამდე.

7. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.“

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.09.2014.
როდის იქნა მიღებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.09.2014. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.122.016220.
რამდენი მუხლისგან შედგება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №51, 01.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016220 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2481352/