„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.104.016181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდესის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016160)  და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

1. საკრებულოს წევრს თავისი უფლებამოსილების (საკრებულოს სხდომებზე დასწრება, განსახილველ საკითხებში მონაწილეობა, ამომრჩევლებთან შეხვედრა და ცალკეული დავალებების შესრულება) განხორციელებასთან  დაკავშირებით შეიძლება აუნაზღაურდეს:

ა) ტრანსპორტირების ხარჯები;

ბ) სამივლინებო ხარჯები;

გ) შიდა და საერთაშორისო სატელეფონო და სატელეგრაფო მომსახურეობის ხარჯები;

დ) სხვა ხარჯები (ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღებისა და ა.შ)

2. საკრებულოს წევრს,  ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარჯი უნაზღაურდება საკრებულოს აპარატში წარმოდგენილი, მივლინებასთან დაკავშირებული, დოკუმენტაციის საფუძველზე.

3.  ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული ხარჯების ანაზღაურების მიზნით საკრებულოს წევრს, (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), ყოველთვიურად ეძლევა თანხა, რომლის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით;

4. თუ საკრებულოს წევრი, ვერ ცხადდება საკრებულოს კომისიის ან/და საკრებულოს სხდომაზე, მან ამის თაობაზე სხდომის დაწყებამდე უნდა აცნობოს საკრებულოს აპარატს ან შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა. სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის, განხორცილდება თანხის დაქვითვა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯებიდან საკრებულოს მიერ დადგენილი ოდენობით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.08.2014.
როდის იქნა მიღებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.?
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მიღებულია 29.08.2014. მიმღები ორგანო — წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.104.016181.
რამდენი მუხლისგან შედგება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე., №35, 29.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016181 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2481629/