⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.02.2018)
გაუქმებულია:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2014
ძალის დაკარგვა 05.02.2018
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,801 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2014 მიღება
05.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №72 2014 წლის 29 აგვისტო ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის  №34 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის  №40 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი 1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ. დ) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათ შესრულების კონტროლს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ)  გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას; ლ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ნ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ო) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო და სხვა დოკუმეტების აღრიცხვას; პ) თვითმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული მატერიალურ ფასეულობათა (ტრანსპორტი, საოფისე ინვენტარი და მასალები, სხვა ქონება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების გარდა) აღრიცხვაში, ინვენტარიზაციის დაგეგმვასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღებას; წინადადებების მომზადებას საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში; საკრებულოსა და გამგეობის შენობის საოფისე-საორგანიზაციო ინვენტარისა და ტექნიკის, ტრანსპორტისა და სხვა მოვლა-პატრონობას; ჟ) კონტროლს გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, სამშენებლო ან სხვა სახის ნარჩენების გადამზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; რ) კონტროლს მშენებარე შენობა-ნაგებობების წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციული-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; ს) გამგებლისათვის ცნობების პროექტების მომზადებას - დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასატურების თაობაზე, მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე  გაცემული ცნობების რეესტრის წარმოებასა  და ასლების შენახვას გამგებლის წარმომადგენლის დანიშვნამდე; ტ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) იურიდიული განყოფილება; ბ) კანცელარია; გ) HR (კადრების მართვის) განყოფილება; დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ე) ზედამხედველობის განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 4  სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“  და  „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 8. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგენითა და გამგებლის ბრძანებით, განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.  9. სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას; თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას; ი) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 10. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 11. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით,  ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 12. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 4🔗. სამსახურის იურიდიული განყოფილება სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) საკრებულოსა და გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) გამგეობის სტრუქტურურლი ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების განხილვას,  მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და გამგეობის როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის სამართლებრივ ინტერესებთან შესაბამისობის საკითხების შეთანხმებას; დ) გამგებლის დავალებით მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) მოქალაქეთა წერილებისა და საჩივრების განხილვას; ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის კანცელარია სამსახურის კანცელარია დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ლ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი, მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე  გაცემული ცნობების რეესტრის წარმოებასა და მათი ასლების შენახვას გამგებლის წარმომადგენლის დანიშვნამდე; მ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ო) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის HR (კადრების მართვის) განყოფილება სამსახურის HR-ის  (კადრების მართვა)  განყოფილება უზრუნველყოფს: ა) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ბ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; გამგეობის მოხელეთა პირადი საქმეების წარმოებას; გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;  გამგეობის  შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე; გ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ე) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ვ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; ზ) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; თ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; ი) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; კ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; ლ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა  ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; მ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; ნ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ო) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას; ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას; დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას; ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ვ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას; ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)  მშენებარე შენობა-ნაგებობის, საპროექტო, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელება მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, კონტროლი შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე; ბ) მოსთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალების შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) მშენებლობაში მონაწილეთათვის  სამშენებლო ნორმების შესახებ მიწერილობის პროექტის გაცემა; დ) კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის დადგენილი წესით შეჩერება ან  უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის განხორციელება; ე) კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგეობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ წინადადებების მომზადება; ვ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში  შესაბამისი წინადადების მომზადება დამრღვევისთვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე, მშენებლობა დამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება; ზ) კონტროლი გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, სამშენებლო ან სხვა სახის ნარჩენების გადამზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; თ) მშენებარე რეკონსტრუქციაში მყოფი ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება; ი) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობის ფასადების) კონტროლი; კ) სამშენებლო-სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გმოყოფი ლ ადგილებში გადატანა, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) ქალაქის დაზიანებული ქუჩების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება; ლ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებანი ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა ხდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.