წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილული პირების საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.08.2014
ძალის დაკარგვა 13.11.2017
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილული პირების საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2014 წლის 29 აგვისტო
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებული პირების საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური. (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებების უფროსებისა და საჯარო მოხელეებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა)
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება;
ბ)
სოციალური განყოფილება;
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების, ამ დებულების და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთერთი განყოფილების უფროსი.
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
6.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება
სამსახურის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას;
ბ)
დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლას, მათ განზოგადებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მათი სოციალური უფლებების დაცვას;
გ)
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას;
დ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სოციალური განყოფილება
სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ)
ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
გ)
უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
დ)
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა სააღრიცხვო-საინფორმაციო ბაზის შექმნასა და წარმოებას;
ე)
ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ)
იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
ზ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსი
სამსახურის უფროსი:
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მართვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე)
გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ)
გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს.
თ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 6🔗.
სამსახურის თანამშრომლები
1.
სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2.
მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)
წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ)
მიიღონ მათი საქმიანობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)
დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ე)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3.
მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა)
შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ)
იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური დონის ასამაღლებლად;
გ)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
დ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებანი
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.