ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.09.2014
ძალის დაკარგვა 02.03.2021
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016142
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ანანიძე | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.02.2021
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2014 წლის 1 სექტემბერი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგურამ ანანიძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ეს დებულება ადგენს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის (შემდგომში - ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.
ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა)
ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3.
ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.keda.ge.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1.
ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2.
ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა)
ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ)
ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ)
ინფორმაციის განთავსებას;
დ)
ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას გამგებლისთვის;
ე)
ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2.
ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4.
ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ)
ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ)
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ)
მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;
ე)
საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ)
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5.
ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა)
მუდმივად განახლებადი;
ბ)
ყოველკვირეული;
გ)
ყოველთვიური.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტ-რესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურისთვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.
2.
ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
3.
ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა)
მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ.
ბ)
ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ.
გ)
ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ.
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა)
მთავარი;
ბ)
მუნიციპალიტეტი;
გ)
გამგეობა;
დ)
საკრებულო;
ე)
ეკონომიკა და ბიზნესი;
ვ)
კანონმდებლობა;
ზ)
ბიუჯეტი;
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1.
მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
გეოგრაფია და ბუნება;
ბ)
სიმბოლიკა;
გ)
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა (ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრები, შემავალი დასახლებული პუნქტები);
დ)
საპატიო ქედელები.
2.
გამგეობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
გამგებელი (მოკლე ბიოგრაფია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
ბ)
პირველი მოადგილე, მოადგილე (მოადგილეები) (მოკლე ბიოგრაფია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
გ)
გამგეობის სტრუქტურა (სტრუქტურული ერთეულები, სტრუქტურული ერთეულის დებულება);
დ)
სამსახურები (ხელმძღვანელი, უფლებამოსილება, სამსახურის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ე)
ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლები (მოკლე ბიოგრაფია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
ვ)
მუნიციპალური ორგანიზაციები.
3.
საკრებულოს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
თამჯდომარე (მოკლე ბიოგრაფია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
ბ)
მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
გ)
წევრები;
დ)
ფრაქციები (მოკლე ბიოგრაფია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
ე)
კომისიები (მოკლე ბიოგრაფია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
ვ)
აპარატი;
ზ)
ანგარიშები.
4.
ეკონომიკისა და ბიზნესის განყოფილება იყოფა შემდგე ქვეგანყოფილებებად:
ა)
გადასახადები და მოსაკრებლები;
ბ)
მიწის ნორმატიული ფასი;
გ)
ტენდერები;
დ)
აუქციონები;
ე)
კონკურსები;
ვ)
პროგრამები და პროექტები:
ვ.ა)
პროგრამები;
ვ.ბ)
პროექტები.
5.
კანონმდებლობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა)
კანონები (თვითმმართველობასთან დაკავშირებული ძირითადი კანონები);
ბ)
დადგენილებები (საკრებულოს დადგენილებები);
გ)
განკარგულებები (საკრებულოს განკარგულებები).
6.
საჭირო ინფორმაციაში თავსდება გზამკვლევი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: სად წავიდეთ? ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, ბანკები, სამედიცინო მომსახურება, განათლება და სპორტი.
7.
გვერდით სივრცეებში თავსდება ფოტო გალერეა, ვიდეო არქივი, ქედის რუკა, მიწერეთ დეპუტატს, საჯარო ინფორმაცია, სასარგებლო ბმულები და სხვა.
8.
კონტაქტში თავსდება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ელ. ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები.