⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.02.2018)
გაუქმებულია:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2014
ძალის დაკარგვა 05.02.2018
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,108 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2014 მიღება
05.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №75 2014 წლის 29 აგვისტო ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის ხელშეწყობის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი 1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახური 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების  ხელშეწყობის სამსახური (შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაციას; ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხების; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადებას; მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას. 2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტების და პროგრამების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და მიწოდებას; დ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური სტარტეგიული მიმართულებების განსაზღვრას; ე) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ვ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; თ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ი) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის მომზადებას; კ) ეკონომიკის ტრადიციული დარგების განვითარების ხელშეწყობას; ლ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის გაცემა; ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და დაცული ტერიტორიების შესახებ; მ) მონაწილეობას მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, აგრეთვე ტურიზმის და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობას; ნ) ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების და წინადადებების მომზადებას; ო) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; პ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; რ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; ს) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.  სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. 2.  სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სოფლის მეურნეობის განვითარების  ხელშეწყობის განყოფილება. ბ) ეკონომიკის,  მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“  და  „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 8. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით და გამგებლის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 9. სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას; თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას; ი) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 10. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 11. განყოფილების მოხელეების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 12. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით. მუხლი 4🔗. სამსახურის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება სოფლის მეურნეობის განვითარების  ხელშეწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კომუნიკაციასა  და მონიტორინგს დაგეგმილი პროექტების და პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული ფიზიკური  და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობას; დ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებს მიკუთვნებულ, შემოსულ წერილებზე შესაბამისი პასუხების მომზადების უზრუნველყოფას; ე) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება ეკონომიკის, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ე)  ტურიზმის და საკურორტო სფეროში პრიორიტეტების, განვითარების პროგრამების და პროექტების შესახებ წინადადებებისა და სტრატეგიის შემუშავებას; ვ) საინფორმაციო ბაზის შექმნა ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და დაცული ტერიტორიების შესახებ; ზ) მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; თ) ხელშეწყობას ტურიზმის და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში და მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში; ი) ტურისტული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების და წინადადებების მომზადებას; კ) ტურისტული მარშრუტების შემუშავება და მათი განხორციელებას; ლ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური სტარტეგიული მიმართულებების განსაზღვრას; მ) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის მომზადებას; ნ) ეკონომიკის ტრადიციული დარგების განვითარების ხელშეწყობას; ო) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებანი ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა ხდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.