ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2014
ძალის დაკარგვა 30.03.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2014 წლის 27 აგვისტო
ქ. მცხეთა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირევლი პუნქტის „ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის“ ე.გ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა’’ დანართი №1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
დანართი №1
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების
პროგრამა
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
1. ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევისა და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების წილის დაფინანსება, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ;
2. სოციალური დახმარების მიზნით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ასევე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრებზე (მეუღლე, შვილები) გარდაცვლილთა სარიტუალო ხარჯების დაფარვა;
მუხლი 2🔗.
პროგრამის მოსარგებლეები
1.პროგრამის მოსარგებლეები არიან: ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (შემდგომში-მოსარგებლე), რომლებიც არიან:
ა) ეკონომიურად გაჭირვებული პირები;
ბ) მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრები (მეუღლე, შვილები);
გ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახს თანაგადახდის არავითარი საშუალება არ გააჩნია.
2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს სოციალური დახმარების სახით.
მუხლი 3🔗.
სამედიცინო მომსახურების მოცულობა
1. პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურებებს:
ა) რომელიც არ ფინანსდება, ან/და ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით;
ბ) რომელიც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება კერძო სადაზღვევო პაკეტით (დასტურდება სადაზღვევო კომპანიიდან წარმოდგენილი დოკუმენტით);
2. დაფინანსების ზედა ზღვარი საყოველთაო ჯანდაცვის თანადაფინანსების შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 500 ლარს;
3. ნოზოლოგიები, რომლებსაც არ აფინანსებს საყოველთაო ან კერძო სადაზღვევო ჯანდაცვის პროგრამა იფარება შემდეგი ოდენობით:
ა. 500 ლარამდე - 100%;
ბ. 1000 ლარამდე- 70 %-მდე;
გ. 1001-დან 2000 ლარამდე-50%-მდე;
დ. 2001-დან ზევით 40%-მდე.
4.გამოკვლევის, თუთერაპიული სამედიცინო მომსახურების 100%-ით დაფინანსება სრული მოცულობით ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, შემდეგ მოსარგებლეებზე:
ა) მარტოხელა დედები (მათი შვილები) და მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილი) წევრები;
ბ) მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრები (მეუღლე, შვილები);
გ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახს თანაგადახდის არავითარი საშუალება არ გააჩნია.
მუხლი 4🔗.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. მოსარგებლე, რომლის სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება, ან ნაწილობრივ ფინანსდება სხვადასხვა სადაზღვევო პაკეტით ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადებას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლს;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ შემდეგ დოკუმენტებს:
გ.ა. ფორმა №100;
გ.ბ. ხარჯთაღრიცხვას;
გ.გ. ანგარიშ-ფაქტურას;
2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის ბრძანებით შექმნილი კომისია (შემდგომში - კომისია) კვირაში ერთხელ (გადაუდებელი შემთხვევისას, რიგგარეშე სხდომაზე) იხილავს მოქალაქეთა განცხადებებს.
3. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, კომისიის მიერ, ამ პროგრამის მე-3 მუხლით დადგენილი მოცულობის შესაბამისად, განისაზღვრება თანხის ოდენობა. საკრებულოს მიერ, დაფინანსების თაობაზე მისაღები გადაწყვეტილების შემთხვევაში კი კომისიის მიერ მზადდება შესაბამისი პროექტი, რომელიც მერის წინადადებით წარედგინება სარებულოს თავმჯდომარეს.
4. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო მომსახურების სრული მოცულობით დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი წინადადებისა და კომისიის მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე განკარგულების სახით.
5. კომისიის ოქმი დგება სხდომიდან არაუგვიანეს სამი დღისა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის ყველა წევრი.
6. კომისიის ოქმი, სარეკომენდაციო დოკუმენტის სახით, წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მოსარგებლის დაფინანსების თაობაზე და ხელს აწერს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარგებლეთა მიმართ გაცემულ საგარანტიო წერილს, ხოლო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისაღები გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოცემის შემდეგ, რომელსაც მოსარგებლე წარადგენს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
7. სამედიცინო დაწესებულებებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებს ხელს აწერს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.
8. კონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს იმ ფინანსურ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ ხდება მკურნალობის ღირებულების დაფინანსება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
9. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე;
ბ) განაცხადის წარდგენამდე გაწეულ დასრულებულ მომსახურებაზე;
გ) მშობიარობაზე (მათ შორის, საკეისრო კვეთის ოპერაციაზე);
დ) პლასტიკურ ქირურგიულ მომსახურებაზე;
ე) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე;
მუხლი 5🔗.
ერთჯერადი ფულადი დახმარება და დაფინანსების წესი
1. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა პირებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს, უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი;
3.კომისია მოსარგებლეთა დახმარების საკითხს განიხილავს და იღებს სარეკომენდაციო დოკუმენტს ოქმის სახით, რომელიც წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს.
4.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყევტილებას ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ და ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების წევრებზე(მეუღლე, შვილები) სარიტუალო ხარჯის დაფარვა.
1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სარიტუალო მომსახურება:
ა) ტერიტორიული მთლიანობისათვის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საომარ ვითარებაში დაღუპულთა და უგზო-უვკლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების წევრები (მეუღლე, შვილები), მეომართა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა - 250 ლარი;
ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო თანხა - 200 ლარი.
2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია;
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობა;
გ) ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას;
3. კომისია სარიტუალო ხარჯის ანაზღაურების საკითხს იხილავს და იღებს სარეკომენდაციო დოკუმენტს ოქმის სახით, რომელიც წარედგინება ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს;
4. ქალაქ მცხეთის მუნიცპალიტეტის მერი იღებს გადაწყევტილებას სარიტუალო ხარჯის ანაზღაურების შესახებ და ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს.
5. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით;