„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №170
2006 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №95, მუხლი 816) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ.ა“ ,,ვ.ბ“ ,,ვ.გ“ და „ვ1“ ქვეპუნქტები:
„ვ.ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის პირველი სამსახური;
ვ.ბ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მეორე სამსახური;
ვ.გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მესამე სამსახური;
ვ1) ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველო.“.
2. ამოღებულ იქნეს მე-19 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი.
3. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურების ამოცანებია:
ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზება და დამუშავება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტების მომზადება;
გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნათა შესაბამისად აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშვება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
დ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.“.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოს ამოცანებია:
ა) რომის 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და მის ოქმებთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება;
ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა რომის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) რომის 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი ოქმების, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.”.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.08.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №170. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.554.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №170, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.554 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2482/