თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.08.2014
ძალის დაკარგვა 05.02.2018
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №76
2014 წლის 29 აგვისტო
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის №41 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი 1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ადგილობრივი თვთმმართველობის კოდექსით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წინაშე.
4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე სისტემის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნა, რეაბილიტაცია და განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების და პროგრამების განხორციელება და კოორდინაცია;
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის კეთილმოწყობა, მასთან დაკავშირებული პროგრამების მომზადება და განხორციელება;
გ) წინადადების შემუშავება გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების შესახებ;
დ) მოქმედი კანონმდებლობით მიწათსარგებლობის წესების დადგენა;
ე) სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება;
ვ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფისათვის საჭირო წინადადებების და პროგრამების მომზადება;
ზ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზება;
თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
ი) წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
კ) გეგმარებითი დავალებების მომზადება;
ლ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა;
მ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთებისათვის საჭირო სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების დოკუმენტაციის მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ნ) საქმისწარმოება მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ო) მშენებლობის ნებართვების თაობაზე გამგებლის სამართლებრივი აქტების შემუშავება;
პ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, სხვა მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
8. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ სხვა მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგენით და გამგებლის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
9. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;
თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;
ი) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
10. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
11. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
12. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
სამსახურის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება
არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ) წინადადებების, და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ვ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთებისათვის საჭირო სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
თ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე გამგებლის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილება
სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდიანციას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
დ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
გარდამავალი დებულებანი
ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.