თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.08.2014
ძალის დაკარგვა 27.11.2014
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №77
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.11.2014
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №77
2014 წლის 29 აგვისტო
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი 1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
გამგეობის ქონების მართვის სამსახური
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას აღრიცხვას, დაცვას, მის მიზნობრივ გამოყენებას და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნებზე გადაცემული ქონების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას.
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე, წინდადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე.
გ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე.
დ) მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ქონების ბაზის შექმნისა და განახლების მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას.
ე) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას ქონების ბაზის განახლების მიზნით, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებში მონიტორინგის ჩატარებას,
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით..
ზ) რეკომენდაციებს შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.
თ) თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის , თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების პროექტისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენას.
ი) გასხვისებული ადგილობრივი ქონების და გასხვისებიდან გამომდინარე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს,
კ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, კონტროლს ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე.
ლ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს მუნიციპალური ქონების რეგულირების მიზნით.
მ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოებისათვის სუბსიდირებული თანხით ქონების შეძენის შემთხვევებში, კონტროლს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ურთიერთკოორდინირებით.
ნ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას, გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტას.
ო) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას გამგებლის ბრძანებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
4. სამსახურის მოხელეების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
გარდამავალი დებულებანი
ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა ხდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.