შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე თანხმობის მიცემის, დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში, „დიდველში“ მდებარე სათხილამურო ტრასების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1493
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017597
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე თანხმობის მიცემის, დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში, „დიდველში“ მდებარე სათხილამურო ტრასების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.BalloonTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt 37.9pt 78.0pt 63.8pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1493
2014 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე თანხმობის მიცემის, დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში, „დიდველში“ მდებარე სათხილამურო ტრასების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში მდებარე სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მშენებლობის/მოწყობის საწყისი ფაზის ღირებულების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტოს“ (ს/კ 215096367) მისცეს თანხმობა:
ა) აიღოს სესხი არაუმეტეს 2 635 000 (ორი მილიონ ექვსას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარისა (სესხის მოქმედების ვადა არა უმეტეს 5 (ხუთი) თვე, მოქმედი არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრამდე) 12,79% ეფექტური საპროცენტო განაკვეთით;
ბ) გააფორმოს საბანკო გარანტიის/აკრედიტივის ხელშეკრულება არა უმეტეს 5 819 888(ხუთი მილიონ რვაას ცხრამეტი ათას რვაას ოთხმოცდარვა)ლარის ფარგლებში (მოქმედების ვადა არაუმეტეს 5 (ხუთი) თვე, მოქმედი არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრამდე) 9,46% ეფექტური საპროცენტო განაკვეთით;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკისა და გირავნობის უფლებით დატვირთოს
შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტოს“ საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ, საჰაერო-საბაგირო გზა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 71.00.115), რომლის მაჩვენებლებია - სიგრძე 2355,8 მ, დაფარვის ზონა: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაიშაურები, მთა „ვარცლა“) და მასზე დამაგრებული მოძრავი ქონება.
2. შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტოს“ ეთხოვოს, დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში, „დიდველში“ უზრუნველყოს სამთო-სათხილამურო კურორტების კეთილმოწყობა, დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში მდებარე სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მშენებლობა/მოწყობა და მასთან დაკავშირებული ყველანაირი მოქმედების ჩატარება, დაბა ბაკურიანში, „დიდველში“ შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოსა“ და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემის, სათხილამურო ტრასების განათების სისტემის, კომერციული დანიშნულების ობიექტების მშენებლობა/მოწყობა, მათ შორის, სამაშველო კოტეჯის, გასართობი ატრაქციების, საპირფარეშოების, გადმოსახედი პანორამული ხედის, კვების ობიექტების და კურორტის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო თანხის გამოყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტოსთვის“ დაბა გუდაურში მდებარე სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დასკვნითი ფაზის მშენებლობის/მოწყობის მომსახურების ღირებულების - 15 160 000(თხუთმეტი მილიონ ას სამოცი ათასი) ლარის გამოყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
5. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს ,,გუდაურის განვითარების სააგენტომ“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა, რომელიც დაკავშირებულია:
ა) დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში, „დიდველში“ მდებარე სათხილამურო ტრასების, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოსაწყობად სამშენებლო მასალების, დანადგარების, აღჭურვილობის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების მომსახურებასთან, აგრეთვე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოსაწყობად, სრული საპროექტო-სამშენებლო და ელექტრომომარაგების სამუშაოების ჩატარებასთან;
ბ)
დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში, „დიდველში“ წყლის ხელოვნური რეზერვუარის მოწყობასა და საპროექტო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებასთან;
გ)
დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურინში, „დიდველში“ მდებარე სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოსაწყობად სპეცტექნიკის გამოყენებასთან.
6. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი