განჩინება შპს „ეკონომი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/12281-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2014 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს.,,ეკონომი”
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ეკონომის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ”ეკონომის” მიმართ.
2014 წლის 20 აგვისტოს შპს „ეკონომის” გაკოტრების მმართველის სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ვასილ ხაჭაპურიძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ შპს „ეკონომის” დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ”ეკონომის” კრედიტორთა კრება შპს „ეკონომის” დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის და დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.”
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს „ეკონომის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. შპს ”ეკონომის” დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა.
1.2.კრედიტორთა დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 10 სექტემბერს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. დაევალოს შპს „ეკონომის” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი