ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2014
ძალის დაკარგვა 21.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2014 წლის 27 აგვისტო
ქ. მცხეთა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.დ’’ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულება’’ დანართი №1-ს შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
დანართი №1
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულება
მუხლი 1🔗.
კომისიის სტატუსი
1. სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომ - კომისია) არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს დებულებით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით .
მუხლი 2🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:
ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნისა და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;
ე) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების პროექტების შესახებ;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ.
2. კომისია ახორციელებს საკრებულოს დებულებით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებული არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3🔗.
კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე
1. სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომ - კომისია) არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს დებულებით და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით .
მუხლი 4🔗.
კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.