ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.09.2014
ძალის დაკარგვა 13.10.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.172.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,651 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.09.2014 მიღება
13.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ვაჩაძე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2014 წლის 1 სექტემბერი ქ. ამბროლაური ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების  შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართი 1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედავით ვაჩაძე დანართი №1 ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვების მომსახურება 1. ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვების მომსახურება გაეწევა:    ა) ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ მოქალაქეს რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000–ს;     ბ) მარჩენალდაკარგულ ობოლ ბავშვებს 18 წლამდე;     გ) მარტოხელა პენსიონერს და ინვალიდს, რომელსაც არ შესწევს უნარი მოამზადოს საჭმელი;    2. ყოველდღიური ერთჯერადი კვება ხორციელდება ქალაქის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში (მისამრთი ქ. ამბროლაური ვ. კობახიძის ქ. N4) ყოველდღიურად, კვირისა და სადღესაწაულო დღეების გარდა;   3. კვება ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალაქის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით. მუხლი 2🔗. სამედიცინო მომსახურება 1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები: ა) მწვავე გადაუდებელი (ოპერაცია, ინტენსიული თერაპია, მედიკამენტური მკურნალობა); ბ) ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; ჰორმონოთერაპია; მედიკამენტური მკურნალობა); გ) დიალიზი; დ) კორონაროგრაფია. 2. სამედიცინო მომსახურებისათვის  საყოველთაო და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების, აგრეთვე სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან – წლიური ლიმიტი არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა დიალიზისა). 3. მოსარგებლე საანგარიშო წლის პერიოდში დაფინანსდება ერთჯერადად. 4. სამედიცინო მომსახურების ხარჯში იანგარიშება აგრეთვე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, არაუმეტეს ექვსი დღისა, თუ ბენეფიციარის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება აუცილებელია. 5. მოქალაქემ/წარმომადგენელმა პროგრამის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაღვრული სამედიცინო მომსახურების  დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან. 6. მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს „მწვავე გადაუდებელი“. 7. პროგრამის მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“. 8. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის. 9. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ თვითმმართველობის ორგანოში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ)  ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); დ) საბანკო ანგარიში; ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 3🔗. ახალშობილთა ოჯახებისადმი ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1. ახალშობილთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევა ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ ახალშობილის მშობლებს, რომლებიც ქალაქის მაცხოვრებლად რეგისტრირებული არიან ბავშვის დაბადებამდე: ა) თითოეულ ახალშობილზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ბ) მესამე და მომდევნო შვილის დაბადებისას 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: ა) განცხადება; ბ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; გ) ბავშვის მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 4🔗. მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1. მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა 100 (ასი) ლარის ოდენობით;      2. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:      ა) დახმარების მოთხოვნის განცხადება;      ბ) დახმარების მოთხოვნის (განმცხადებლის) პირადობის მოწმობის ასლი;      გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მინიჭების დოკუმენტი      დ) მარჩენალის გარდაცვალების მოწმობის ასლი      ე) დახმარების მოთხოვნის (განმცხადებლის) საბანკო ანგარიში;    ვ) ანაზრაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 5🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წალმდე ასაკის  მოზარდების ფინანსური დახმარება 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდების ფინანსური დახმარება შეადგენს 100 (ასი) ლარს და გაიცემა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენისას: 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდების მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ინვალიდობის მოწმობის ასლი; ე) დაბადების მოწმობა; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:     ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;   ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;     გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.     2. მერიაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:     ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება ქალქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;     ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;     გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;     დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;     ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;     ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;     ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;   თ) ნოტარიულად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ გარდაცვლილი მოქალაქის უკვდავყოფის (დაკრძალვის) ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე.      3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.    4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 7🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად და შეადგენს  100 (ასი) ლარს. 2. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მეურვის/მზრუნველისა  პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ; დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მუხლი 8🔗. ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების  დახმარება 1. ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ, ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალისათვის უსახლკაროდ დარჩენილ, დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 7000 (შვიდი ათასი)  ლარისა.     2. მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:     ა) განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ათი დღის ვადაში;     ბ) პირადობის მოწმობის ასლი;     გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;     დ) ცნობა (აქტი) მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან;     ე) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;     ვ) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან.    3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.    4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით. მუხლი 9🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი შვილი 0-დან 18-წლის ჩათვლით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; დ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 10🔗. ყოფილ სასტუმროში  ,,რაჭა“ დროებით მცხოვრები უსახლკარო, სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯების გადახდა 1. თანხა გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებისთვის, რომლებიც 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით ცხოვრობდნენ ქალაქ ამბროლაურში ყოფილ სასტუმროში ,,რაჭა“ შენობაში რეგისტრირებული არიან და არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ქალაქ ამბროლაურში, არიან სოციალურად დაუცველი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 17 000–ს. სასტუმროდან ,,რაჭა“ გასვლის შემთხვევაში, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის  ფულადი კომპესაცია არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.   2. ბინის ქირის საკონპესაციო თანხის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს     ა) დაინტერესებული პირის განცხადება;     ბ) პირადობის დამდასტურებლი დოკუმენტის ასლი;     გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;     დ) ბინის ქირავნობის ხელშეკრულების ასლი;    ე) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართობის არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);    ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 11🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მერიის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს დასკვნას მერისათვის წარსადგენად მოხსენებითი ბარათის სახით, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. 4. ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციისას სამსახური მასალებს დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას. 5. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა და ა.შ. მუხლი 12🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. კომისია იქმნება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ბრძანებით. 2. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე. მუხლი 13🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ წესის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. 2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. მუხლი 14🔗. კომისიის ოქმები და დასკვნები 1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით. 4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. კომისიის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6.კომისიის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მერს. მუხლი 15🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლათა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, მოხსენებითი ბარათით ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და კომისიი გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბენეფიციარისათვის თანხის ანაზღაურების ან დაფინანსებაზე უარის თქმის თაობაზე. 2. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.