⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.12.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.09.2014
ძალის დაკარგვა 20.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.171.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,171 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.09.2014 მიღება
20.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2014 წლის 1 სექტემბერი ქ. ოზურგეთი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება“ თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს N4 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე                                                                                                                                                         დანართი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულება        ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში -,,საკრებულო“) რეგლამენტის (დამტკიცებულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N1 დადგენილებით) შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება–მოვალეობებს. თავი I . ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საკრებულოს აპარატის სტატუსი 1.  საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. 2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. 3. აპარტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს. მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები 1.      აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება. ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან. გ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში. დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა. ე) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას. ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების  სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პიორებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე. თავი II                                                             აპარატის  სტრუქტურა მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით. მუხლი 5🔗. აპარატის ხელმძღვანელობა და საჯარო მოსამსახურები ა) წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი - აპარატის უფროსი; ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი- საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე; გ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი- მთავარი სპეციალისტი საოქმო მომსახურების და საქმის წარმოების საკითხებში; დ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი-  მთავარი სპეციალისტი კომპიუტერული უზრუნველყოფის, ვებ-გვერდის ადმინისტრირებისა და ინფორმაციის მართვის,საჯარო ინფორმაციის საკითხებში; ე) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი -   მთავარი სპეციალისტი სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში; ვ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - მდივან-რეფერენტი; თავი III აპარატის ხელმძღვანელობა მუხლი 6🔗. აპარატის უფროსი 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. აპარატის უფროსი: ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს დასამტკიცებლად; ვ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ზ) აკონტროლებს საკრებულოს მოსამსახურეთა მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვას. თ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 5. აპარატის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. თავი IV                                            აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  ფუნქციები მუხლი 7🔗. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე 1. პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე; 2. ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; 3. ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; 4. ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და  აპარატის უფროსის წინაშე; მუხლი 8🔗. მთავარი სპეციალისტი სამართლებრივ უზრუნველყოფის საკითხებში 1. ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს ბიუროს სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს წინადადებებს მათი სამართლებრივი აქტების პროექტებზე. 2. უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში. 3. წარმოადგენს და იცავს თვითმმართველი ერთეულის (საკრებულოს) ინტერესებს სასამართლოში. 4. ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ. 5. ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების და აპარატის უფროსის სამსახურებრივ დავალებებს. მუხლი 9🔗. მთავარი სპეციალისტი საოქმო მომსახურების და საქმისწარმოების საკითხებში 1. უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირთა, საჯარო მოხელეთა და სხვა მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას; საკრებულოს სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, მის ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას; საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; 2. აფორმებს საკრებულოს თანამდებობის პირთა, საჯარო მოხელეთა და სხვა მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო და სხვა დოკუმენტებს; 3. აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპონდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას; 4. უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; 5. ანგარიშვალდებულია საკრებულოს აპარატის უფროსის წინაშე; მუხლი 10🔗. მთავარი სპეციალისტი კომპიუტერული უზრუნველყოფის, ვებ-გვერდის ადმინისტრირებისა და ინფორმაციის მართვის, საჯარო ინფორმაციის საკითხებში. 1.  უზრუნველყოფს საკრებულოში კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას; 2. უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის საჭირო მასალების სისტემატიზირებასა და შენახვას; 3. კონსულტაციას უწევს აპარატის თანამშრომლებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით; 4.  უზრუნველყოფს საკრებულოს ვებგვერდის სისტემატურ განახლებას; 5. უზრუნველყოფს საკრებულოს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების პროექტების ატვირთვას (განკარგულებები, ბრძანებებისა) და საჯარო ინფორმაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას. 6. ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების და აპარატის უფროსის სამსახურებრივ დავალებებს. მუხლი 11🔗. მდივან-რეფერენტი 1. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან საკრებულოს თავმჯდომარის -  ურთიერთობის უზრუნველყოფა.  2. საკრებულოს თავმჯდომარის სტუმრების მიღებისა და შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა.  3. შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა.  4. საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება. თავი V                                                  აპარატის საჯარო მოსამსახურეები მუხლი 12🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე  დანიშვნის წესი 1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.. 2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. მუხლი 13🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.