ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.09.2014
ძალაში შესვლა 01.09.2014
ძალის დაკარგვა 13.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.171.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2014 წლის 1 სექტემბერი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულება’’ თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
მერიის ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური
1. მერიის ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდობის, სპორტის და ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავა) ქალაქის ტურისტული ინდუსტრიის მონაცემთა ბაზის ფორმირება;
2. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3. სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ.№1
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება;
ბ) ტურიზმის განყოფილება;
თავი III
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
გ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის საკითხებზე;
დ) ტურიზმის დარგში არსებული მდგომარეობის გაანალიზებას და მისი გაუმჯობესების მიზნით სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავებას ;
ე) ახალგაზრდული და სპორტული კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებას;
ვ) სამსახურის მოქმედების სფეროში, კერძო ინიციატივების ხელშეწყობას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 4🔗.
სამსახურის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების 8-ე მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში,მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების 12-ე მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
4. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების 15-ე მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას.
დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ე) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს;
ვ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ზ) ხელს უწყობს ახალგაზრდობაში ინტელექტუალური დონის განვითარებას;
თ) ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას;
ი) ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას;
კ) უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართვას თვითმმართველი ერთეულის პროგრამებში;ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
ტურიზმის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ტურიზმის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა ) წინადადებების შემუშავებას ქალაქ ოზურგეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით;
ბ) ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) ტურიზმის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას.
დ) ტურისტული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ.) დამზადება და გავრცელება;
ე) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის შესაბამისი მასალების მომზადება და სისტემატიზაცია;
ვ) ტურისტული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ.) დამზადება და გავრცელება;
ზ) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობისგაზრდისათვის რეკომენდაციათა მომზადება, ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმატიული უზრუნველყოფა;
თ) კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება,ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;
ი) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება.
კ) ტურისტული მარშრუტების მომზადება, შემუშავება და მათი პრაქტიკული რეალიზებისათვის ხელშეწყობა;
ლ) ტურიზმისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება (სასწავლო პროგრამის შემუშავება, ტრენინგების ჩატარება)
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 7🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“-თ დადგენილი წესით.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონის შესაბამისად.