ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.09.2014
ძალაში შესვლა 01.09.2014
ძალის დაკარგვა 20.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.171.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2014 წლის 1 სექტემბერი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულება’’ თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,
კულტურის და გენდერული თანასწორობის
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
. მერიის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4.სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ოზურგეთის მერის წინაშე.
მუხლი 2🔗.
სამსახურის მიზნები და ამოცანები
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განათლებისა და კულტურის განყოფილება;
ბ) გენდერული თანასწორობის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-12 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-15 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები, მიზნები და ამოცანები
1.სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლებისა და კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვას.
დ) წინადადებების შემუშავებას კულტურისა და განათლების დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) წინადადებების შემუშავებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
2. დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურის მიზნები და ამოცანებია.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, მემორიალური, რელიგიური, ესთეტიკური, მხატვრული, მეცნიერული თუ სხვა კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება პოპულარიზაცია შესაბამის არასათანადო და თვითნებური ქმედებების აღკვეთა შესაბამის სამსახურებთან ერთად.
თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების და სხვა მიმართულებების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ასევე თანამედროვე ხელოვნებისა და სპორტის სხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანი გარემოს განმტკიცება.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამების შემუშავება და ხელშეწყობა.
ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული სასკოლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი დაწესებულებების და სახელოვნებო დაწესებულებათა მუშაობის კოორდინაცია.
განათლების სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების განხორციელების მხარდაჭერა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველი, ინვალიდ და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება.
სათანადო პროექტებისა და საქმიანობების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო და გენდერული ცოდნის ამაღლებას, მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას.
ნიჭიერი მოზარდებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
ადგილობრივი, რესაპუბლიკური თუ საერთაშორისო კულტურული, სპორტული, ღონისძიებების. სხვადასხვა ფესტივალის, გაცვლითი პროგრამების, გამოფენების, ბიენალეების, კონკურსების სხვა და სხვა ბანაკებისა თუ სხვა ღონისძიებაში მონაწილე ჯგუფთა თუ ინდივიდუალურ შემსრულებელთა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) განათლებისა და კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
დ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
გენდერული თანასწორობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის გენდერული თანასწორობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;
ბ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“-თ დადგენილი წესით.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონის შესაბამისად.