ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.09.2014
ძალაში შესვლა 01.09.2014
ძალის დაკარგვა 20.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.171.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 14.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2014 წლის 1 სექტემბერი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის,ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი
ქალაქ ოზურგეთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახური
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.
2. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3. სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ.№1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, მერიის დებულება და ეს დებულება.
2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილება
თავი III
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის ბრძანებების შემუშავებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ნ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ო) უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების შეთანხმებას;
პ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
ჟ) უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენასთან დაკავშირებულ განცხადებებზე დასკვნების მომზადებას
რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 5🔗.
სამსახურის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების 8-ე მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების 12-ე მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
4. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულების 15-ე მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილება
არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ქ. ოზურგეთის არქიტექტურული იერსახისა და ქალაქგეგმარების განვითარებას, მისი ხარისხის ამაღლებას;
ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას, დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას,დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ე) უზრუნველყოფს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის განხორციელებას და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობას;
ვ) ახორციელებს მიწათსარგებლობის დაგეგმვის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
ზ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვასა და ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების და დამატებების პროექტების მომზადებას;
თ) უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტის საფუძველზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემას, უზრუნველყოფს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე მონიტორინგს;
ი) უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად დაყოფასთან, მათი საზღვრების დადგენასთან და შეცვლასთან დაკავშირებული წინადადებების (პროექტების) მომზადებას, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
კ) უზრუნველყოფს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადება
ლ) ქალაქის დაგეგმარება, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, კაპიტალური შეკეთების და საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმებისა და წესების დოკუმენტთა დამუშავებაში მონაწილეობა.
მ) ქალაქის განაშენიანების და მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის მორიგე-ოპერატიული გეგმების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, განთავსებისა და საინჟინრო-გეოლოგიურ სამუშაოთა სარეგისტრაციო გეგმების აუცილებელი წარმოება;
ნ) კერძო მენაშენეებისათვის საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების პროექტების დამუშავების ორგანიზაცია და ამ პროექტების მიხედვით წარმოებული მშენებლობის მონიტორინგი;
ო) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
პ) უზრუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე დასკვნების მომზადებას, აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;
ჟ) უზრუნველყოფს კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ განცხადებებზე დასკვნების მომზადებას და გასცემს სანებართვო მოწმობებს.
რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ს) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ტ) გარე ვაჭრობის, მათ შორის თხევადი შეჭირხნილი გაზით ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების მოწესრიგება;
უ) ავტოსატრანსპორის პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილების გამოყენებისა და დადგენილი პარკირების წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის მარეგულირებელი წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების შესრულებაზე კონტროლი; ტრანსპორტის განსაზღვრული მარშრუტებისა და გრაფიკების შესაბამის ნებართვების შესრულებაზე ზედამხედველობა
ფ). ეკოლოგიური უსაფთხოების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე მონიტორინგი, დარღვევების აღმოჩენისას შესაბამისი უწყებების ინფორმირება; ქუჩების დასუფთავების, სანიაღვრე მეურ-ნეობის, კანალიზაციის, ნაგავსაყრელების მოწყობასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, უტილიზაციის სამუშაოთა წარმოებაზე ზედამხედველობა; ქალაქის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გამწვანების დამტკიცებულ პროგრამების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ქ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსების მართვაზე ზედამხედველობა;
ღ) გარე რეკლამის განთავსებასა და გარე განათების რეგულირებაზე ზედამხედველობა;
ყ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას
შ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 7🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“-თ დადგენილი წესით.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონის შესაბამისად.