ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.09.2014
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.147.016064
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი | ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2014 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი
დანართი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
პრემია გაიცემა ერედვის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურსათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗
პრემიის გაცემაზე ინიციირების უფლება აქვს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის და გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ პირებზე.
მუხლი 4🔗
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიციირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
მუხლი 5🔗
პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის და ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, ბრძანების ფორმით.
მუხლი 6🔗
ერედვის მუნიციპალიტეტში ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
მუხლი 7🔗
ერედვის მუნიციპალიტეტში პრემია გაიცემა კვარტალში ერთხელ.
მუხლი 8🔗
ერედვის მუნიციპალიტეტში პრემია ასევე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა გადაწყვეტილების შესაბამისად ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.