„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.166.016170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2014 წლის 2 სექტემბერი

ქ. გურჯაანი

 

ქ. გურჯაანი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ.ბ.“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“   გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგნილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.    დებულების მე-6 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. გამგებელი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“.

2.    დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 15. გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი

2. გამგებლის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.

3. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას. აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) უზრუნვეყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას;

დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;

ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას გამგეობაში;

ვ)უზრუნველყოფს გამგეობის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;

ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან;

თ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

   ი) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

 კ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით.

4. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით), შტამპი და ბლანკი.

5. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.09.2014.
როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.09.2014. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.166.016170.
რამდენი მუხლისგან შედგება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №43, 02.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016170 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2485509/