1. კონტროლს ექვემდებარება შესასრულებელი დოკუმენტები. შესრულების კონტროლი მოიცავს:

ა) დოკუმენტის კონტროლზე აყვანას;

ბ) შემსრულებლისათვის მისი დროული მიწოდების შემოწმებას;

გ) შესრულების მიმდინარეობის შემოწმებასა და რეგულირებას;

დ) დოკუმენტების შესრულების კონტროლის შედეგების აღრიცხვასა და განზოგადებას;

ე) ხელმძღანელობისათვის ინფორმაციის მიწოდებას.

2. შესრულების კონტროლის ორგანიზაცია უზრუნველყოფს დოკუმენტის დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

3. კონტროლს ახორციელებენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და საკრებულოს აპარატი. აგრეთვე სტრუქტურული ერთეულების ხელმნძღვანელები და პასუხისმგებელი შემსრულებლები