⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.09.2020)
გაუქმებულია:

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.09.2014
ძალის დაკარგვა 02.09.2020
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ეს დადგენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 860 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.09.2014 მიღება
02.09.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2014 წლის 3 სექტემბერი ქ. თელავი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და  ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი დანართი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის  წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ეს დადგენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. 2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. 3. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე და გამგეობაზე. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის  გვერდი 1. თელავის მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა. 2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე. 3. თელავის მუნიცპალიტეტის შესაბამისი საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან თავიაანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილებით  გათვალისწინებულ  დოკუმენტები დამუშავებული სახით, ელექტრონულ ფორმატში მიაწოდონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ელექტრონულ რესურსზე. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის პრაქტიულად გამოქვეყნება 1. თელავის მუნიციპალიტეტი  ვალდებულია უზრუნველყოს ამ დადგენი­ლებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქ­ვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (www.telavi-temi.ge). 2. ამ დადგენილებით  გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტი უფლება­მოსი­ლია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. 3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად  ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყ­ნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. თელავის მუნიციპალიტეტი  ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრო­ნულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. 5. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. 6. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. მუხლი 4🔗. ინფორმაციის კატეგორიები 1. ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება: ა) თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობის  სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ბ) თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებები  (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); დ) მუნიციპალიტეტის  საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ფაქსის ნომრები, ტელეფონის ნომრები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ვ) მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობაში შემოსული და ასევე გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად); ზ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობაში  გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); თ) სამართლებრივი  აქტები, რომლებიც განსაზღვრავს    მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობაში   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი  კონკურსის ჩატარების წესებს  (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ი) მუნიციპალური შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად); კ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალური შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული მუნიციპალური შესყიდვების შესახებ - მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად); ლ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ქვეყნდება კვარტალურად); მ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად); ნ) ინფორმაცია  თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალკე - ქვეყნის შიგნით და ცალკე - ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) (ქვეყნდება კვარტალურად); ო) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მოდელის მითითებით (ქვეყნდება ყოველწლიურად); პ) ინფორმაცია საწვავის მოხმარებისათვის გაწეული ხარჯის შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება ყოველწლიურად); ჟ) ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება ყოველწლიურად); რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მიერ მიღებული  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სამართლებრივი აქტები. 2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია - წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. 3. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. მუხლი 5🔗. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექ­ტრონული რესურსის საშუალებით. 2. თელავის მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორ­მაციის მოთხოვნის რეგისტრაცია . 3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს. 4. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ. 5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  მოთხოვნები. მუხლი 6🔗. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა 1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია telavimunicipality@gmail.com-ზე, ხოლო გამგეობის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია telavi.municipaliteti@gmail.com -ზე შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით. მუხლი 7🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები 1. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე.