თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.09.2014
ძალის დაკარგვა 03.01.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016203
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2014 წლის 3 სექტემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი
1. საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (შემდგომ - კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 28-ე და 37-ე მუხლებით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია:
ა) სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისთვის ამზადებს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს.
ბ) აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს, განიხილავს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;
გ) განიხილავს და ამზადებს დასკვნებს ბიუჯეტის პროექტთან და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებასთან, აგრეთვე დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან და დამატებებთან დაკავშირებით;
დ) საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის გაგზავნილი შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;
ე) განიხილავს და ამზადებს დასკვნას მუნიციპილიტეტის გამგეობის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ;
ვ) ყოველთვიურად განიხილავს მუნიცაპილეტის გამგეობის საფინანსო ორგანოს მიერ ,,საქართველოს კანონის საბიუჯეტო კოდექსის“ 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებული მუნიციპალიტეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს;
ზ) განიხილავს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 85-ე მუხლის შესაბამისად გამგებლის მიერ მომზადებული ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმიურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ი) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნისა და მისი განკარგვის წესების შესახებ, სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ.
კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემაზე,ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 5%-ს;
ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის ან გრანტის აღებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით;
მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე, მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულებთან საბიუჯეტო საახსრების გაერთიანების შესახებ, ხელშეკრულების პროექტის თაობაზე;
ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე;
ო) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღებ ნორმატიული აქტების პროექტების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ;
პ) განიხილავს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 140-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ აუდიტორული შემოწმების ანგარიშს და დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ნიშნავს კომისიიდან თანამომხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა-დამტკიცებისას;
ჟ) საკრებულოს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირების კონტროლს;
რ) განიხილავს და წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად კომისიის დებულებას;
ს) იღებს გადაწყვეტილებას კომისიიდან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ;
ტ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს დავალებით სხვა უფლებამოსილებებს;
2. თვითმმართველი თემი - თელავის მუნიციპილეტიტეტის თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 37-ე მუხლის და თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმას, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
დ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
ე) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის, აძლევს მათ დავალებებს;
ვ) კომისიის სხდომაზე მონაწილეობისათვის იწვევს მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ზ) კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის ხელშეკრულების გასაფორმებლად;
თ) საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
ი) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
კ) წარუდგენს საკრებულოს წლიურ ანგარიშს, კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მის მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
მუხლი 4🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.