ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობის შესავსებად საარჩევნო ღონისძიებისა და პროცედურის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 03.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №40/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/09/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ემზარ კაკულია | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობის შესავსებად საარჩევნო ღონისძიებისა და პროცედურის დადგენის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №40/2014
2014 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობის შესავსებად საარჩევნო ღონისძიებისა და პროცედურის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
თუ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის ყველა კანდიდატს, რის გამოც ამ ოლქში შესაბამისი არჩევნები არ გაიმართა, ასეთ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იმართება შუალედური არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობის შესავსებად საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ვადებისა და წესების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელიემზარ კაკულია