„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-59/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016286
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-59/ნ

2014 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 18/07/2014, 470230000.22.035.016280) შეტანილ იქნეს ცვლილება: 
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის (მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესი):
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის („საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება) ფარგლებში, პროგრამით გათვალისწინებული ქიმიოთერაპიული პრეპარატების გაცემა აფთიაქიდან პაციენტზე ხორციელდება საყოველთაო  ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელსა  და სააფთიაქო დაწესებულებას შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ანგარიშსწორების წესის საფუძველზე, ფორმა №3 რეცეპტის გამოყენების გარეშე.“;

ბ) მე-3 მუხლის:
ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეცეპტის A  განყოფილებაში  სავალდებულოა  შეივსოს:

ა) სამედიცინო დაწესებულების დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) რეცეპტის გამომწერი ექიმის სახელი, გვარი;

გ) პაციენტის სახელი, გვარი, ასაკი;

დ) რეცეპტის გამოწერის თარიღი;

ე) გამოწერილი ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება, ფორმა, დოზა, რაოდენობა  და  მიღების წესი;

ვ) რეცეპტის მოქმედების ვადა.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეცეპტში დამატებით შესაძლებელია მიეთითოს რეცეპტის გამომწერი ექიმის და პაციენტის პირადი ნომრები (პ/ნ), ასევე, რეცეპტის გამომწერი ექიმის და/ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და/ან მისამართი).“;

 

ბ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რეცეპტზე ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება  გენერიკული დასახელებით (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია,  დამატებით მიეთითოს სავაჭრო დასახელებაც). არაგენერიკული და კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტი  გამოიწერება სავაჭრო დასახელებით.“.

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეცეპტი, რომელიც არ იძლევა პაციენტისათვის საჭირო ფარმაცევტული პროდუქტის და/ან რეცეპტის გამომწერის განსაზღვრის საშუალებას, მიიჩნევა გაუქმებულად და აფთიაქში მისი წარდგენისას  ფარმაცევტული პროდუქტი  არ გაიცემა. ასეთი რეცეპტი გადაიხაზება, მიეთითება გაუცემლობის მიზეზი და უბრუნდება პაციენტს.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 (ფორმა №3 რეცეპტის ბლანკის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ფორმა №3 რეცეპტის ბლანკის ფორმები (მიმოქცევაში ყოფნის მიუხედავად), ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანების მიზნებისათვის.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
📎 დანართები (1)
danarti.doc DOC

დანართი №2

რეცეპტის ბლანკი

ფორმა N3

|№000000 A|№ 000000 B |

|ფორმა №3 რეცეპტი | |

| | |

|სამედიცინო დაწესებულება ---------------- |წ/რაოდენობა ------------- |

| | |

|--------------------------------------------------- |თარიღი------------------- |

| | |

|ექიმი ------------------------------------------ |ბ.ა. |

|(სახელი, გვარი) | |

| |№000000 C |

|ექიმის პ/ნ* -------------------------------------- | |

| |წ/დასახელება (სავაჭრო დასახელება)------------------------------------------------------- |

|პაციენტი ----------------------------------- |წ/ფორმა ------------------- |

|(სახელი, გვარი, ასაკი) | |

| |წ/რაოდენობა------------- |

|პაციენტის პ/ნ*-------------------------------------- | |

| |თარიღი------------------ |

|რეცეპტის გამოწერის თარიღი ----------------- | |

| |№000000 B |

|რეცეპტის მოქმედების ვადა ------------------- | |

| |წ/რაოდენობა ------------- |

| | |

|Rp. -------------------------------------------------- |თარიღი------------------- |

| | |

|------------------------------------------------------- |ბ.ა. |

| | |

|------------------------------------------------------- |№000000 C |

| | |

|------------------------------------------------------- |წ/დასახელება (სავაჭრო |

| |დასახელება)----------------------------------------------------------- |

|-------------------------------------------------------- |წ/ფორმა ------------------- |

| | |

|D.S. --------------------------------------------------- |წ/რაოდენობა------------- |

| | |

|-------------------------------------------------------- |თარიღი------------------ |

| | |

|-------------------------------------------------------- |№0000000 B |

| | |

|-------------------------------------------------------- |წ/რაოდენობა ------------- |

| | |

|ექიმის ხელმოწერა ------------------------------ |თარიღი------------------- |

| | |

| |ბ.ა. |

|ექიმის პირადი ბეჭედი | |

| |№000000 C |

| | |

|ბ.ა. |წ/დასახელება (სავაჭრო |

| |დასახელება)---------------------------------------------------------- |

| |წ/ფორმა ------------------- |

|სამედიცინო დაწესებულების ბეჭედი (შტამპი) | |

| |წ/რაოდენობა------------- |

| | |

|ბ.ა. |თარიღი------------------ |

| | |

|რეცეპტის გამომწერი ექიმის და/ან სამედიცინო დაწესებულების |№0000000 B |

|საკონტაქტო ინფორმაცია* -----------------------------------| |

| |წ/რაოდენობა ------------- |

| | |

| |თარიღი------------------- |

| | |

| |ბ.ა. |

| |№000000 C |

| | |

| | |

| |წ/დასახელება(სავაჭრო დასახელება) ----------------------------------------------------- |

| |წ/ფორმა ------------------- |

| | |

| |წ/რაოდენობა------------- |

| | |

| |თარიღი------------------ |

| | |

| |№0000000 B |

| | |

| |წ/რაოდენობა ------------- |

| | |

| |თარიღი------------------- |

| | |

| |ბ.ა. |

| | |

| | |

| |№000000 C |

| | |

| |წ/დასახელება (სავაჭრო დასახელება)---------------------------------------------------------|

| | |

| |წ/ფორმა ------------------- |

| | |

| |წ/რაოდენობა------------- |

| | |

| |თარიღი------------------ |

| | |

| |№000000 B |

| | |

| |წ/რაოდენობა ------------- |

| | |

| |თარიღი------------------- |

| | |

| |ბ.ა. |

| | |

| |№000000 C |

| | |

| |წ/დასახელება(სავაჭრო დასახელება) ----------------------------------------------------- |

| |წ/ფორმა ------------------- |

| | |

| |წ/რაოდენობა------------- |

| | |

| |თარიღი------------------ |

| | |

* რეცეპტის გამომწერი ექიმისა და პაციენტის პირადი ნომრების, ასევე, რეცეპტის გამომწერი ექიმის და/ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მითითება არ არის სავალდებულო.