📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.09.2014
ძალის დაკარგვა 22.11.2017
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 993 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2014 მიღება
22.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება № 31 2014 წლის 24 სექტემბერი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №9 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ძალაში შევიდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად ჩატარებული საჯარო  კონკურსის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი დანართი №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ და  ადამიანური რესურსების მართვას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების -  განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება; ბ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურების მართვის განყოფილება. გ) იურიდიული განყოფილება;             დ) მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფის განყოფილება; 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ზედამხედველობს სამსახურის ფუნქციების შესრულებას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის  მოხელეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;  მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს  წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს  პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 4. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მხოლოდ გამგებლის წინაშე.   5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.  6. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 7. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება; ბ) მოამზადოს გამგებლის ადმინისტრაციული აქტები, საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციული აქტების პროექტები; გ) უზრუნველყოს სამსახურეობრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულების მიერ გამოგზავნილი წერილების და მომართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის. უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება; დ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;  ე) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ვ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე; ზ) მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;  თ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ი) მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო - ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარება. მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება; კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სოფლის მეურნეობის დარგში მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრა. მუხლი 4🔗. წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება 1. წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება აერთიანებს განყოფილების უფროსს, გამგებლის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნულ წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს.  2. წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგებლისა და სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;  ბ) გამგებლისა და სამსახურის უფროსისათვის წინადადებების წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) გამგებლისა და სამსახურის უფროსის დავალებით  ადმინისტრაციულ ერთეულებში სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვებას.  დ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილება საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს გამგეობის: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას და დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; ბ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;  გ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; დ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;  მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;   მუნიციპალიტეტის გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;  ე) მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას. ვ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;  ზ) მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; თ) მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას;  ი) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. იურიდიული განყოფილება იურუდიული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) კონსულტაციის გაწევას მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთათვის მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. მუხლი 7🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას; ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას; დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას;  ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ვ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.