ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.09.2014
ძალის დაკარგვა 01.04.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2014 წლის 3 სექტემბერი
ქ. მცხეთა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირევლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის“ ა.ბ“ ,ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის’’ დებულება დანართი №1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
დანართი №1
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და აზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას, ქალაქმშენებლობის, კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობას. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 513, 533, 55-ე, 552, 150-ე მუხლებით და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, ქ. მცხეთის მერიისა და ამ დებულებით, სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამსახურის სრული სახელწოდებაა ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური”.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მთავარი სპეციალისტებისაგან.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობები:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა და ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის კომპეტენცია
1. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის კუთხით
ა) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ მოწყობას და დასახლებების დაგეგმარება, მშენებლობის კოორდინაცია;
ბ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა;
გ) შესაბამისი პროექტების მომზადება მშენებლობაზე ნებართვების გაცემასთან, მშენებლობის პროექტის შეთანხმებასთან, მშენებლობისათვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებასთან; საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით;
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და ქ. მცხეთის მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის კომპეტენცია
1.ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით
ა) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;
ბ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი;
გ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი ზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და ქ. მცხეთის მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. ზედამხედველობის კუთხით
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, რომლებიც აშენებენ ობიექტებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასევე, არქიტექტორულ-სამშენებლო საქმიანობის შემოწმება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა;
ბ) შემოწმება მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე. კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; კონტროლი შენობა-ნაგებობების გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე;
გ) ზედამხედველობა ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვაზე;
დ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად ქ. მცხეთის მერის და ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცალკეული დავალებების შესრულება;
ე) სამშენებლო ობიექტებზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობა.
2. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია:
ა) გარე რეკლამის განთავსების, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულებაზე კონტროლი;
ბ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების, ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების. მცხეთაში საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი;
გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) დაზიანებული ქუჩებისა მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება;
ე) მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება.
მუხლი 7🔗.
სამსახურის უფლებები და მოვალეობები ადმინისტრაციული ზედამხედველობის კუთხით
1. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია:
ა) მიიღოს მშენებლობა დამთავრებული შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში;
ბ) მშენებლობის მონაწილეებზე მითითება გასცეს როგორც სამშენებლო ნორმების და/ან სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;
გ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილია შეამოწმოს დამრღვევი, რაზედაც ადგენს შემოწმების აქტს;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მშენებლობის დამკვეთისა და/ან მშენებელი ორგანიზაციისაგან მოითხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება;
ე) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირებას;
ვ) წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენას ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან;
ზ) ქ. მცხეთის მუნიციპალიტეის მერს წარუდგენს წინადადებებს საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების, მეცნიერების, სპეციალისტების, ექსპერტების მოწვევის თაობაზე;
თ) განახორციელოს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 513, 533, 55-ე, 552, 150-ე მუხლებით და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ი) განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და ქ. მცხეთის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულება
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.