1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებაში გამოიყენება შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა) სამართლებრივი აქტები:

ა.ა) ნორმატიული აქტი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;

ა.ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება;

ა.გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;

ა.დ) ინდივიდუალური  ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება;

ა.ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის/მოადგილის ბრძანება;

ა.ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელის ბრძანება;

ბ) ოქმები:

ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი;

ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი;

ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმი;

ბ.დ)  სხვადასხვა კომისიის ოქმები.

გ) სამართლებრივი აქტის  პროექტის განმარტებითი ბარათი;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირის დავალება (მითითება);

ე)  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა;

ვ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება;

ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მშენებლობის სანებართვო მოწმობა;

2. დოკუმენტბრუნვის (საქმისწარმოების) ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციების შესრულებას:

ა) დოკუმენტების აღრიცხვა (შემოსული/გასული, შესრულებული კორესპონდენცია, სამართლებრივი აქტები);

ბ) ახალი დოკუმენტების შექმნა/რეგისტრაცია, ნომრის და თარიღის მინიჭება, ხელმოწერა;

გ) დოკუმენტების მოძრაობა რეზოლუციაზე და ვიზირებაზე წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით;

დ) დოკუმენტების ძებნა წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით (მაგ.: რეგისტრაციის თარიღით და ა.შ.);

ე) დოკუმენტების კლასიფიკაცია სხვადასხვა ტიპებით: სამართლებრივი აქტები, შესრულებული კორესპონდენცია, მოთხოვნა, მოხსენებითი ბარათი და ა.შ;

ვ)  დოკუმენტების ძებნა შინაარსით;

ზ) მომხმარებელთა ჯგუფებისა და როლების მართვა;

თ) წვდომის უფლებების ინდივიდუალურად განსაზღვრის შესაძლებლობა;

ი) ელექტრონულად ჩართული ადრესატებისგან გამოგზავნილი კორესპონდენციის აღრიცხვა;

კ) სისტემაში განთავსებული მონაცემების შენახვა და დაცვ