⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.06.2015)
გაუქმებულია:

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.09.2014
ძალის დაკარგვა 05.06.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.176.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 253 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.09.2014 მიღება
05.06.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2014 წლის 2 სექტემბერი ქ. თელავი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ქალაქ   თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი    ასიგნებების გადანაწილების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების  გადანაწილების წესი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი, ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს; 2. სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხების ოდენობა და მიზნობრიობა განისაზღვროს მერის ბრძანებით, რომლის საფუძველზე თანხის გამოყოფას ახორციელებს საფინანსო ორგანო.  3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება  გახორციელდეს მორიგი ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას, მაგრამ არაუგვიანეს წლის დასრულებამდე. 4. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი. 5. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერს დაერთოს ნება დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად განახორციელოს: ა) შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს; ბ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ბიუჯეტით დამტკიცებული შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის  მიზნით (მათ შორის პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება), განახორციელოს ცვლილებები ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და  გადასახდელებში.  ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვანეს საბიუჯეტო წლის  დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.