ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 04.08.2015
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016123
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი | ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.09.2015
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს
წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული
ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №7 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული ფორმით (დანართი №1)
მუხლი 2🔗
დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 14 ივლისის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს
წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული
ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
1.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 500 ლარით ყოველთვიურად.
2.
ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ზღვრული ოდენობა გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.
მუხლი 2🔗
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს აუნაზღაურდეს ყოველთვიურად არა უმეტეს 30 ლარი სატელეფონო და 470 ლარი სატრანსპორტო ხარჯებისათვის.
მუხლი 3🔗
1.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2.
ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს თვის 01 რიცხვიდან თვის 30 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან.
3.
ამომრჩევლებთან შეხვედრის დასადასტურებლად საკრებულოს წევრი ვალდებულია, საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს შეხვედრის მინიმუმ სამი ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება ოქმზე ხელისმომწერი ამომრჩევლების სახელი და გვარი.
მუხლი 4🔗
საკრებულოს თავმჯდომარეს გამოეყოს 500 (ხუთასი) ლიტრი საწვავი და დაერიცხოს 50 ლარის სასაუბრო დრო სამსახურეობრივი მობილური ტელეფონის ნომრის ანგარიშზე.
მუხლი 5🔗
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.