სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.09.2014
ძალის დაკარგვა 28.11.2014
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი | სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2014 წლის 3 სექტემბერი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საკართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებების შესაბამისად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგნილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი
დანართი №1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს, მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომინიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel ) და internet Explores-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ( გარდა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოხელეებისა).
მუხლი 2🔗
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის უნარები, საჯარო სამსახურში საქმიანობის არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება მაინც და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 3🔗
გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, სასურველია პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
(უპირატესობა მიენიჭოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელს).
მუხლი 4🔗
უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.