„საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 04.07.2014
ძალაში შესვლა 04.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №176/3
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016273
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2014
matsne.gov.ge 612 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.07.2014 მიღება
04.08.2014 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 28.04.2017 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 26.11.1998 „საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 90% 23.08.2022 „საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 09.02.2023 საქართველოს მთავრობას და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89%

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობა და კორეის რესპუბლიკის მთავრობა  (შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი), გამოთქვემენ რა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობათა გაძლიერებისა და კულტურის, ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების სურვილს, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ კულტურის სფეროში  თანამშრომლობის განვითარებას, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპების საფუძველზე, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, ამ შეთანხმებისა და თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.    მუხლი 2🔗 ორი სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის ურთიერთგაგების გაღრმავებისა და კულტურის, ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიზნით, მხარეები წაახალისებენ, უპირველეს ყოვლისა: a) მსახიობების, მწერლების, მხატვრების, მუსიკოსების, მოცეკვავეებისა და კულტურისა და ხელოვნების სხვა მოღვაწეთა ორმხრივ ვიზიტებს; b)  სამხატვრო გამოფენების, ფოლკლორული წარმოდგენებისა და ფესტივალების გაცვლას; c) რადიო და სატელევიზიო პროგრამების, ფილმების, წიგნების, პერიოდული გამოცემებისა და სხვა პუბლიკაციების გაცვლასა და გავრცელებას; d) სპორტსმენებს და სპორტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას; და e) ნებისმიერ სხვა თანამშრომლობით ღონისძიებას, მხარეთა შეთანხმებით. მუხლი 3🔗 1. მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას თავიანთი შესაბამისი ქვეყნების უნივერსიტეტებსა და სხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. 2. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს თავის ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესთავაზონ კურსები მეორე ქვეყნის ლიტერატურის, ისტორიის და კულტურასთან დაკავშირებულ სხვა დისციპლინებში. მუხლი 4🔗 1. თითოეული მხარის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თავად განსაზღვრავენ მეორე ქვეყნის მოქალაქეებისათვის თავის ქვეყანაში სწავლის ან სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით სტიპენდიების მინიჭების შესაძლებლობას. 2. მხარეები ითანამშრომლებენ განათლების სფეროში, რათა უკეთ გაეცნონ მეორე ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემებს, და შეისწავლიან თავიანთი შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტური საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიერ გაცემული ან მინიჭებული აკადემიური ხარისხების, დიპლომების და სხვა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მეთოდებსა და პირობებს. მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სფეროში ცოდნისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას, რაც მიიღწევა ახალგაზრდების გაცვლისა და ასევე, მეორე ქვეყნის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში, შეჯიბრებებსა და ფესტივლებში მათი მონაწილეობის გზით. მუხლი 6🔗 1. მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურათა ურთიერთგაცნობას ორი ქვეყნის სამაუწყებლო სადგურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზით. 2. მხარეები ითანამშრომლებენ ჟურნალისტების, მაუწყებლობის ტექნიკური პერსონალისა და პროდიუსერების ორმხრივი ვიზიტების ხელშეწყობისა და კინო და სატელევიზიო პროგრამების, მათ შორის თეატრალური წარმოდგენებისა და სხვა სანახაობების გაცვლის ან ერთობლივი წარმოების სფეროში. მუხლი 7🔗 თითოეული მხარე, თავისი მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლის მონაწილეც ის არის, ან შეიძლება გახდეს, დაიცვას მეორე ქვეყნაში სამუშაოებთან დაკავშირებულ საავტორო უფლებებს. მუხლი 8🔗 მხარეები, აუცილებლობის შემთხვევაში, ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდების ან კულტურული თანამშრომლობის სფეროში კონკრეტული პროგრამების ან შეთანხმებების მომზადების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებების განხორციელებას. მუხლი 9🔗 ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან დიპლომატიური არხების მეშვეობით მოლაპარაკებების გზით. მუხლი 10🔗 ამ შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად. ნებისმიერი მსგავსი დოკუმენტი წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. მუხლი 12🔗 1.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებას მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რომელშიც შეატყობინებს თავისი განზრახვის შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებას. მოქმედების შეწყვეტა ძალაში შევა ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ. 2. თუ მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა არ იმოქმედებს იმ პროექტებზე ან პროგრამებზე, რომელთა განხორციელება დაიწყო წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში და არ არის დასრულებული მოქმედების შეწყვეტის თარიღისთვის. ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერმა, თავიანთ მთავრობათა მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწრეს წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ორ დედნად, ქ. სეულში 2014 წლის 4 ივლისს თითოეული ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს                                                              კორეის რესპუბლიკის                           მთავრობის სახელით                                                 მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)                                                                             (ხელმოწერილია)