📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალაში შესვლა 03.11.2014
ძალის დაკარგვა 13.12.2017
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,216 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
03.11.2014 ძალაში შესვლა
13.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №21 2014 წლის 5 სექტემბერი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად   ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 07 ნოემბრის №16 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის  დებულების  დამტკიცების შესახებ (ვებგვერდი, 12/11/2013. სარეგისტრაციო  კოდი 010260020.35.140.016072)“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 03 ნოემბრიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ადმინისტარციული სამსახური 1. ადმინისტარციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობლის წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთვევაში) მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობას, აგრეთვე გამგებლისა და მუნიციპალური სამსახურების  საქმისწარმოების,  ადამიანური რესურსების მართვის, საორგანიზაციო,  ჯანდაცვის და სოციალური საკითხების შესწავლასა და გამართულად მუშაობის ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით. 4. სამსახურის იურიდიული  მისამართია- დაბა ასპინძა,თამარის ქ.N3.     მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების- განყოფილებებისაგან და  მთავარი სპეციალისტებისაგან. 2.  სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოების და ადამიანური რესურესების მართვის განყოფილება; ბ) საორგანიზაციო განყოფილება; გ) ჯანმრთელობის დაცვის და და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე-სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე  ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“ მე-60 მუხლით, გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და გამგეობის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ბრძანებას. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 6. განყოფილების უფროსისა და მოსამსახურეების უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი  თანამდებობრივი ინსტრუქციებით. 7. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, ატესტაციის, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1.  სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული კორესპონდენციების, მოქალაქეთა მომართვების, განცხადებების მიღებისა და ადრესატისათვის გადაგზავნის, გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების ორგანიზებას; ბ) სტრუქტურული ერთეულებისა (სამსახურებისა) და გამგებლის წარმომადგენლის  საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;  გ) კორესპონდენციის დადგენილი წესით დამუშავებას. დოკუმენტბრუნვას, საქმეთა ნომერკლატურის შედგენას და არქივირებას; დ) გამგებლის წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების და დავალებების სწრაფ და ეფექტურ  შესრულებას, ახდენს წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას და  მათ წინაშე არსებული პრობლემების დროულ გადაწყვეტას; ე) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს; ვ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; ზ) გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებით (სამუშაოთა აღწერილობის) დადგენილი მოთხოვნების დაცვას,მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას; თ) საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას, მათი სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; ი) მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, გადამზადებასა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. კ) საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; ლ) გამგეობის სამუშაო თათბირების და დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას; სათანადო საოქმო ჩანაწერების გაკეთებას;, მ) მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის, საპატიო წოდების მინიჭების, დაჯილდოების, წახალისების  და დიციპლინური დევნის შესახებ წინადადებების მომზადებას. ნ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას, კომუნიკაციების გამართულობის უზრუნველყოფას; ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას; მუნიციპალიტეტისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და სელექცირება; ო) თანამდებობის პირების  პრეს-კონფერენციების  ჩატარების ორგანიზება; მათი ურთიერთობა  საინფორმაციო საშუალებებთან პრეს-დაიჯესტის მომზადება, მათი საქმიანობის საჯაროობაა; პ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) და გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მუნიციპალური სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის, აღჭურვის, რემონტისა და კეთილმოწყობის, კომუნალური მომსახურების დაცვის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას; ჟ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას და ტექნიკური მომსახურების, ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;  რ) ჯანმრთელობის დაცვის,ვეტერანთა,იძულებით გადაადგილებულ პირთა,შეზღუდული შესაძლებ ლობების  მქონე პირთა მომსახურების დარგში მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელება და კოორდინაცია; ამ სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება; 2. სამსახურის უფროსი, ხოლო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად განყოფილების უფროსი  გამგებელს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად,ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები 1.  სამსახურის განყოფილებებს  უძღვება განყოფილების უფროსი. ა)  საქმისწარმოების და ადამიანური რესურესების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: - სტრუქტურული ერთეულებისა (სამსახურებისა) და გამგებლის წარმომადგენლების  საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;  - მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული კორესპონდენციების, მოქალაქეთა მომართვების, განცხადებების მიღებისა და ადრესატისათვის გადაგზავნის, გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების ორგანიზებას;  - მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ; -   საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და -  დოკუმენტბრუნვას, საქმეთა ნომერკლატურის შედგენას და არქივირებას; - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწდომობას, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის” პრინციპის დაცვით; - საქმისწარმოებაში ტიტულიანი ფურცლის სათანადოდ გამოყენებას; - მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობასა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. - მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; - მოსამსახურეთა პირადი საქმეების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; - გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციები მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას; - საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას, მათი სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; - მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; - საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; - დისციპლინური ზომების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადებას; - საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას, კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე კონტროლს; - მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის, საპატიო წოდების მინიჭების, დაჯილდოების, წახალისების და დისციპლინური დევნის შესახებ წინადადებების მომზადებას. - მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს. ბ) საორგანიზაციო განყოფილება უზრუნველყოფს: - მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას, კომუნიკაციების გამართულობის უზრუნველყოფას; ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას; -  მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კავშირს; -  გამგეობის სამუშაო თათბირების, დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას და სამუშაო ოქმების შედგენას; - გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) და გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მუნიციპალურ სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის, აღჭურვის, რემონტისა და კეთილმოწყობის, კომუნალური მომსახურების დაცვის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას; - საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას და ტექნიკური მომსახურების, ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; - სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას. გ) ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება  უზრუნველყოფს: - ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას და მათ რეალიზებას; ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას; - სოციალური დაცვის,ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების დარგში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ამ სფეროებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; - შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირთა მომსახურების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას და მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 3. სამსახურის უფროსი, ხოლო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად განყოფილების უფროსი  გამგებელს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად ან/და სამუშაო გეგმების შესაბამისად, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.  მუხლი 5🔗.  დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.