ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2014
ძალაში შესვლა 03.11.2014
ძალის დაკარგვა 13.12.2017
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.12.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 07.11.2013
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2014 წლის 5 სექტემბერი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ნოემბრის №17 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (ვებგვერდი 12/11/2013. ს. კოდი 010260020.35.140.016073)“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 3 ნოემბრიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური
1. ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების, მუნიციპალური ქონების მართვის, მიწათმოწყობის და აგრარული სფეროს განვითარების ხელშეწყობას, გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარებას, ასევე მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-13 თავით დადგენილი, მის სფეროს მიკუთნებულ საკითხების უზრუნველსაყოფად, ასევე სხვა მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია – დაბა ასპინძა, თამარის ქ. №3.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება ორი განყოფილებისაგან:
ა) ეკონომიკური დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილება;
ბ) მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვის და მართვის, გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა განყოფილება.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია, ადგილობრივი თვითმმართვე ლობის მოხელე - სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლით, გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით.
3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და გამგეობის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
5. სამსახურს ჰყავს განყოფილების უფროსი და მთავარი სპეციალისტები.
6. მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე განისაზღვრება გამგეობის დებულების და საქართველოს კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, ხოლო ფუნქციები კი განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
7. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, ატესტაციის, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
1. სტრუქტურული ერთეული - სამსახური, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, მათ შორის მე-13 თავის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების, მუნიციპალური ქონების მართვის, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებასა და აგრარულ საკითხთა ხელშეწყობას.
2. სამსახური უზრუნველყოფს
- მუნიციპალიტეტის ეკონომიკური საკითხების დაგეგმვას და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება,დამუშავებას და სათანადო ფორმით გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
- მუნიციპალიტეტის ქონების მართვასტან დაკავშირებული საკითხების შესწავლას და რეალიზებას; ასევე გარემოს დაცვის და აგრარული პროგრამების განხორციელებას.
3. ,,საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14, 24-ე, 27-ე და 31-ე პუნქტების შესაბამისად ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური შესაბამის რეგირებას ახდენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ფაქტებზე და ადგენს სამართალდარღვევათა ოქმებს.
მუხლი 4🔗. განყოფილებები და მათი ფუნქციები
1. განყოფილებას უძღვება განყოფილების უფროსი.
ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება უზრუნველყოფს:
- სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და ანალიზს.
- სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებას გამგებლის წარმომადგენლებისაგან და ადმინისტრაციული ერთეულებიდან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული (მეცხოველეობა, მემცენარეობა, მებაღეობა, მეთევზეობა და ა.შ.) და სხვა საკითხების შესახებ.
- მუნიციპალიტეტის ქონების მართვის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას;
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას,ინვენტარიზაციას, მის დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლს, ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას;
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
- რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებებისა და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება-გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტას;
მუნიციპალური ქონების მართვის, გარემოსდაცვის და აგრარული განყოფილება ახორციელებს:
- რეკომენდაციების შემუშავებას წილობრივი მონაწილებით დაფუძნებული საწარმოების მართვის, მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით, ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
- გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის, ქონების განკარგვების პროგრამების, პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენას;
- ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციების შემუშავებას, სადაო საკითხების მოგვარებაში ჩართვას.
- მიწის იჯარის და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული გარიგებებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შექმნას.
- მუნიციპალური მიწათსარგებლობის დაგეგმვას, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენას, მიწის გამოყენების კონტროლსა და მიწათსარგებლობის წესების დაცვას;
- მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას;
- საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ნუსხის მომზადებას;
- მიწის რესურსების მდგომარეობისა და მათი გამოყენების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და ანალიზს;
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის მართვის პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების პროცესების მართვას;
- ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების პროექტის შემუშავებას, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინაციას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას;
- გარემოზე ზემოქმედების მქონე ობიექტების განლაგებას, სამრეწველო საწარმოების მშენებლობის პროექტების შეთანხმებას;
- ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა ჩაშვება-გაფრქვევის გამწმენდი ნაგებობების, დანადგარებისა და აპარატების ექსპლუატაციაზე კონტროლს;
- ბუნებრივი რესურსების მდგომარეობისა და ხარისხის შეფასების აღრიცხვას;
- სოფლის მეურნეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
- სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად ნებადართული მინერალური სასუქების, პესტიციდებისა და სხვა პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების, წყლის, ჰაერის, მიწის დაცვის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;
2. სამსახური ასევე ახორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს.
3. სამსახურის უფროსი, ხოლო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად განყოფილების უფროსი და მთავარი სპეციალისტები გამგებელს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად ან/და სამუშაო გეგმების შესაბამისად, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის“ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.