ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 04.09.2014
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016123
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცილი ერთეულების შექმნის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2014 წლის 4 სექტემბერი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული
ერთეულების შექმნის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შეიქმნას ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:
ა) ქალაქ ქობულეთის ადმინისტრაციული ერთეული;
ბ) ქაქუთის ადმინისტრაციული ერთეული;
გ) ლეღვას ადმინისტრაციული ერთეული;
დ) მუხაესტატეს ადმინისტრაციული ერთეული;
ე) ხუცუბნის ადმინისტრაციული ერთეული;
ვ) კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეული;
ზ) ბობოყვათის ადმინისტრაციული ერთეული;
თ) ციხიძირის ადმინისტრაციული ერთეული;
ი) სოფელ ქობულეთის ადმინისტრაციული ერთეული;
კ) საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული;
ლ) ჭახათის ადმინისტრაციული ერთეული;
მ) დაგვას ადმინისტრაციული ერთეული;
ნ) ალამბრის ადმინისტრაციული ერთეული;
ო) გვარას ადმინისტრაციული ერთეული;
პ) ჩაისუბნის ადმინისტრაციული ერთეული;
ჟ) ზენითის ადმინისტრაციული ერთეული;
რ) აჭყვისთავის ადმინისტრაციული ერთეული;
ს) დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეული;
ტ) დაბა ჩაქვის ადმინისტრაციული ერთეული;
უ) ხალას ადმინისტრაციული ერთეული;
ფ) წყავროკას ადმინისტრაციული ერთეული;
მუხლი 2🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განახორციელოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების დადგენა.
მუხლი 3🔗
ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების დადგენამდე ადმინისტრაციულმა ერთეულებმა ისარგებლონ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს ამოქმედებამდე მოქმედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებისათვის დადგენილი საზღვრების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე