ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალაში შესვლა 03.11.2014
ძალის დაკარგვა 11.12.2017
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 682 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
03.11.2014 ძალაში შესვლა
11.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №26 2014 წლის 5 სექტემბერი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და  მშენებლობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად; მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 03 ნოემბრიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და  მშენებლობის სამსახური   1. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური(ტექსტში შემდგომ  - სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას, სივრცითი მოწყობისა და ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურული პროცესების მართვას.   2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს „საქართველოს კონსტიტუციით“, საქართველოს ორგანული კაანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.   3. სამსახურის იურიდიული  მისამართია- დაბა ასპინძა, თამარის ქ.#3. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.  სამსახურის სტრუქტურა შედგება ორი განყოფილებისაგან:   ა) ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის  განყოფილება;     ბ) არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის  განყოფილება; 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე-სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე  ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“ მე-60 მუხლით, გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის და გამგეობის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 3. სამსახურს ჰყავს განყოფილების უფროსი და მთავარი სპეციალისტები. 4. მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“ს საფუძველზე განისაზღვრება გამგეობის დებულების  და საქართველოს კანონით“საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, ხოლო ფუნქციები  განისაზღვრება შესაბამისი  თანამდებობრივი ინსტრუქციებით. 5. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, ატესტაციის, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.         მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას, სივრცითი მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების,  ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვისა და მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფას, კერძოდ: ბ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და  საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება-განხილვასა და შეთანხმებას,  მშენებლობა დამთავრებული ობიექტების კანონმდებლობის ფარგლებში ექსპლუატაციაში  მიღებას; დ) არასატენდერო მოცულობის მქონე ხარჯთაღრიცხვების მომზადებასა და შედგენას.            ე) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების, მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და  კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე რეაგირებას; ზ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსებას, წარმოებას, მკაცრი აღრიცხვის ფორმების მომარაგების, გადაცემისა და დავების წესების მკაცრად დაცვას; თ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებებისა და შუამდგომლობის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განხილვას, მოქალაქეთა პირად მიღებას; ი) გარემოზე ზემოქმედების მქონე ობიექტების განლაგების, სამრეწველო საწარმოების  მშენებლობის პროექტების შეთანხმებას;     კ)  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვას – საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების,  კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას; ლ)  სოფლის მხარდამჭერი პროგრამებით გასატარებელიი სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე ზედამხედველობას. 2. სამსახური უფლებამოსილია საქართველოს  ადმინისტრაციულ სამარალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თავისი  უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინოს რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტებზე,შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და განახორციელოს კანონის შესაბამისი რეაგირება. 3. ახდენს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები 1. სამსახურის განყოფილებებს  უძღვება განყოფილების უფროსი. 2. ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება: ა) მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტებზე  ზედამხედველობის განახორციე ლებას; ბ) დადგენილი წესის მიხედვით კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო დოკუმენტაციის დროულად მომზადებას; გ) დასახლებებში წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების     ხელშეწყობას;  3. არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილება: ა) დადგენილი წესის მიხედვით კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო დოკუმენტაციის დროულად მომზადებას; ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურული  პროცესების    მართვას; გ) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებას; დ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება-განხილვასა და შეთანხმებას,  მშენებლობა დამთავრებული ობიექტების კანონმდებლობის ფარგლებში ექსპლუატაციაში  მიღებას; 4. სტრუქტურული ერთეული  და მისი სამსახურები უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით   განსაზღვ რული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 5. სამსახურის უფროსი, ხოლო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად განყოფილების უფროსი და მთავარი სპეციალისტები გამგებელს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად,ხოლო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს. მუხლი  5🔗.   დებულებაში  ცვლილებების და დამატებების შეტანა.    დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.